„პირადად ღარიბაშვილს გახარიასთან ეჭვიანობის მომენტი აქვს. ყოველ შემთხვევაში, ვერ არკვევს, ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილის პროექტია თუ არა. ამიტომ, „სტრახოვკას“ აკეთებს და გუბერნატორებს გახარიას დამარხვის დავალებაც ამიტომ მისცა, მაგრამ თუ გაირკვევა, რომ გახარია ივანიშვილის კაცია და ბიძინა გაიგებს, რომ ღარიბაშვილი მისთვის ძირის გამოთხრას ცდილობდა, ამ უკანასკნელის მოღვაწეობა იმაზე ცუდად დამთავრდება, ვიდრე თვითონ წარმოუდგენია,“ - ამბობს CNews-ის წყარო მმართველი გუნდიდან და დასძენს, რომ ღარიბაშვილის გადაყენება ყველა ვარიანტში გადაწყვეტილია და მნიშვნელობა არ აქვს, არჩევნები როგორი შედეგით დამთავრდება.
ზოგადად, „ქართული ოცნება“ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას ძველებურად რომ გეგმავს, ეს იქიდანაც ჩანს, რომ ბოლო დღეებში, მმართველი გუნდის წარმომადგენლები ერთმანეთის მიყოლებით აკეთებენ განცხადებებს, 43% კი არა, 50%-ზე მეტსაც ავიღებთო. ამ კონტექსტის გათვალისწინებით, საიდუმლო თათბირი, რომელიც ღარიბაშვილმა გუბერნატორებთან გამართა, აბსოლუტურად ლოგიკურია.
წყარო