ასევე, ცნობილი ხდება, რომ ივანიშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, ქვეყანაში მიმდინარე პროცესი კოალიციური მთავრობისკენ სვლაა და ვადამდელი არჩევნები გაზაფხულზე, არაუგვიანეს კი, მომავალი წლის შემოდგომაზე გაიმართება.
„ივანიშვილის პირობამ სახდეპის მისიის წარმომადგენლებში სკეფსისი გამოიწვია. მათი მხრიდან აღინიშნა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი არ ენდობა მმართველი პარტიის გაცემულ პირობებს, რაც ფაქტობრივად, იმას ნიშნავდა, რომ ვაშინგტონი თავად ივანიშვილს არ ენდობა, - აცხადებს CNews-ის ინფორმირებული წყარო და დასძენს, - ივანიშვილისთვის აბსოლუტურად გასაგები გახდა, პიროვნულად მისთვის რას ნიშნავს ეს უნდობლობა“.
CNews-ის ინფორმაციით, ივანიშვილის წინაშე ასევე, დაისვა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსსა და დასავლეთთან ურთიერთობის ასპექტებთან დაკავშირებით.
„ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრები ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, რის შემდეგაც დათქმული იქნა კონკრეტული ვადა, საუბარია უახლოეს დღეებზე, როდესაც ვაშინგტონი კონკრეტულ პასუხებს მოისმენს“, - აცხადებს ინფორმირებული წყარო CNews-თან საუბრისას.