“მივმართავ მთავრობას, ირაკლი ღარიბაშვილს და მის არაფორმალურ მმართველს, ივანიშვილს, გაისუსეთ, გაიყურსეთ, გეგონება მე არ ვარსებობ
გამოუშვით ეს ბიჭები, ვინც 5 ივლისს დაიჭირეთ. ამ ბიჭებს უნდა გამოვესარჩლოთ, ისინი არ არიან მოძალადეები, ისინი არიან ეროვნული ტრადიციის დაცვაში მოყოლილი მსხვერპლი ტელეტერორისტების და მაიმუნების მხრიდან. დააკავეთ ის 10 პროვოკატორი, ვინც თავისი განცხადებებით გამოიწვია ქვეყანაში ეს კრიზისი. ხომ ცხადია, ვისი ბრალია? ჩაატარეთ გამოძიება, ვინ და როგორ დაატრენინგა ეს ტელეტერორისტები, რომლებიც შეკრებილ ხალხს მივარდნენ და გამოიწვიეს. გაარკვიეთ, როგორი პროვოკაციები გამოიწვიეს, რომ ცემა-ტყეპა მოხდა იქ. გაარკვიეთ ამ პროვოკატორებს ვინ ატრენინგებდა, დააკავეთ და გაასამართლეთ ისინი“