ამ ინფორმაციას პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ერთ-ერთი ლიდერი, კოტე კემულარია გაზეთ „ქრონიკა+“-სთვის მიცემულ ინტერვიუშიც ადასტურებს, რომელიც ორშაბათს, 6 სექტემბერს გამოქვეყნდება.
„გახარიას თბილისის მერობის კანდიდატად დასახელება კალაძის დაისია, რადგან თავის დროზე „ოცნების“ საკმაოდ სერიოზული ხალხისგან გამოვიდა ხმა, რომ სანამ მერობაზე დასთანხმდებოდა, კალაძემ დასვა კითხვა, კი, მაგრამ გახარიაო? ივანიშვილმა ასეთი პასუხი გასცა, გახარიას ჩემს თავზე ვიღებო. მანამდე დამალული არც ის იყო, რომ კალაძე მიდიოდა - ახლობლებს ემშვიდობებოდა. მილანში მიდიოდა და ჩემოდნებსაც ალაგებდა. მოკლედ, მართალია, ივანიშვილი კალაძეს შეპირდა, რომ გახარიასთან თვითონ მოილაპარაკებდა, მაგრამ კალაძე „გადააგდო“, ანუ კალაძე მერობის კანდიდატად დააყენა, ამით გუნდის შიგნით რაღაც მობილიზება მოახდინა - „ოცნებაში“ კალაძეს მომხრეები ჰყავს, მაგრამ ბოლო წუთამდე იმალებოდა, რომ გახარია თბილისის მერობის კანდიდატი იქნებოდა და მხოლოდ ბოლო დღეს გახდა ცნობილი, როცა რამის შეცვლა პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო. ერთადერთი, კალაძეს ის რჩება, რომ კანდიდატურა მოხსნას, მაგრამ თუ ამას გააკეთებს, თავს საერთოდ დაიმარხავს,“ - აცხადებს კემულარია.
წყარო