ეს არის განზრახული, შეგნებული მკვლელობა და არა უნიათობა.
ქედს ვიხრი ქართელი ექიმების წინაშე, მაგრამ სამთავრობო ექიმები ტელევიზორებში არიან გამოკერებულნი და ტყუილს ტყუილზე ლაპარაკობენ. საქართველოს მე დავუტოვე 150 საავადმყოფო და ბევრად უკეთესი ბაზა აქვს ვდრე უკრაინას და მოახერხეს, რომ უკრაინას უკეთესი ციფრები აქვს.
რატომ არ იცრება ხალხი? არ სჯერათ თქვენი. და რატომ უნდა დაგიჯეროთ, უკვე იმდენჯერ მოატყუეთ? რატომ უნდა დაუჯეროს ხალხმა ვინმე იმნაძეს და ცერცვაძეს? ტყუილს ტყუილზე ლაპარაკობენ.
ლევან რატიანი ტელევიზორიდან არ გამოდის, უკაცრავად, ყველაზე ცუდი მონაცემები აქვს რეანიმაციის პოსტსაბჭოთა სივრცეზე. მე ყოველთვის პატივისცემით ვიყავი ლევანის მიმართ, მაგრამ ლევან, ცოტა ნაკლები რომ ილაპარაკო ტელევიზორში და ცოტა მეტად გადაარჩინო ხალხი, ბევრად უკეთესი იქნებოდა. ყველაფერს აქვს საზღვარი. ეს ქვეყანა არ არის თქვენი საგულაო და არ არის გასანადგურებელი, რომ ყელყელაობდეთ „ოცნების“ ღონისძიებებზე.”