პრეზიდენტ ზელენსკის და მიხეილ სააკაშვილის თავმჯდომარეობით შეკრებილმა საბჭომ, მხარი დაუჭირა სააკაშვილის მიერ შეთავაზებულ რეფორმების პაკეტს, რომელიც ითვალისწინებს შრომითი კოდექსის და შრომითი ურთიერთობების მთლიანად შეცვლას და საბჭოთა სისტემაზე უარის თქმას, რაც უკრაინამ ბოლო 30 წლის განმავლობაში ვერ შეძლო.
შეკრებას უკრაინის პრეზიდენტი, უკრაინის მინისტრთა კაბინეტის სრული შემადგენლობა და რეფორმების ეროვნული საბჭოს წევრები ესწრებოდნენ.
გაოცებული ვარ სააკაშვილის შემართებით, მან შეძლო და 18 მილიარდი დოლარი მოიზიდა უკრაინის ეკონომიკის განსავითარებლად. ცოტას თუ შეუძლია ესე მოკლე დროში, რომ განახორციელოს ამხელა თანხების მობილიზება. ჩვენი ქვეყანა მალე რეფორმების ახალ ტალღას დაიწყებს და ამაში მიხეილ სააკაშვილი დიდი წვლილი მიუძღვის - აღნიშნა ვლადიმირ ზელენსკიმ ერთ-ერთ უკრაინულ მედიასთან