"სააკაშვილი უგნურია და უკრაინის მთავრობას და სახელმწიფოს გააკოტრებს, როგორც საქართველო გააკოტრა და მილიონები ჯიბეში ჩაიდო. ვფიქრობ უკრაინამ სხვა ზომები უნდა მიიღოს.” „ეს არის სრული სიცრუე. ეს არის კიდევ ერთი მცდელობა იმისა, რომ შემოიტანოს არეულობა და გაუგებრობა ჩვენს მოსახლეობაში. საქართველოს მთავრობა თანმიმდევრულად მოქმედებს. მალტის ხელისუფლება აცხადებს, რომ თავად არ გააჩნია საკუთარი მოქალაქეებისთვის ვაქცინის საკმარისი რაოდენობა. აქედან გამომდინარე, ჩვენი მხრიდან მათ მიმართ ნებისმიერი მიმართვა ვერ დაკმაყოფილდებოდა. საქართველოს მთავრობა ამასთან დაკავშირებით მუშაობს და დათქმულ თარიღებში აუცილებლად გვექნება ის შეპირებული ვაქცინა, რომელსაც ვაანონსებთ“, - განაცხადა ტიკარაძემ.