ადვოკატმა სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილება გაასაჩივრა ზემდგომ ინსტანციაში. პროცესი ჩანიშნული იყო 26 აგვისტოს მაგრამ გადაიდო ქარდავას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო 13 სექტემბერს, რადგან ქარდავას საავადმყოფოში მოუწია დაწოლა. უკრაინის პოლიცია და პროკურატურა ამის გამო ჩავარდა ისტერიკაში, ისინი სახლში მიუვარდნენ ქარდავას და როცა აღმოაჩინეს რომ ის ნამდვილად საავადმყოფოში იწვა, მივარდნენ საავადმყოფოში, შეუვარდნენ პალატაში, ატეხეს მთელი ამბები და ექიმი საბოლოოდ გახადეს იძულებული შეეწყვიტა მკურნალობა და ქარდავა გაეწერა საავადმყოფოდან. სანამ საავადმყოფო გაწერდა ქარდავას, ის დღეები საავადმყოფოსთან იყო მობილიზებული პოლიცია. გამოწერეს თუ არა და აიყვანეს ისე რომ 13 სექტემბერს ჩანიშნულ სასამართლო პროცესს არ დაელოდნენ.
ასე რომ ღრუზინებო დაელოდეთ მორიგ საცირკო სანახაობას უახლოეს დღეებში საარჩევნოდ!
ზელენსკი თითქოსდა რუსებს ებრძვის და ამ დროს რუსული სპეცსამსახურების დაკვეთით დევნილ ადამიანის გადასცემას აწერს ხელს რუსების მიერ ხელდასმული ხელისუფლებისთვის საქართველოში! საღოლ!” - თეა თუთბერიძე, სოციალურ ქსელში, ავრცელებს ფოტოს და წერს.