„რა გასაკვირია, რომ მიხეილ სააკაშვილს ამის სურვილი აქვს, გაუჩნდა და გეგმავს საქართველოში ჩამოსვლას. მე მის ადგილზე უკვე საქართველოში ვიქნებოდი და აუცილებლად ჩამოვიდოდი“,- განაცხადა მელიამ და დასძინა, რომ ეს ბევრჯერ უთქვამს.„ეს არის ისტორიული გამოწვევა. ჩვენ უბრალოდ ჭკუით უნდა ვაჯობოთ და ძალიან მიშვნელოვანია, არ მივცეთ პროვოკაციასა და დესტაბილიზაციაში დადანაშაულების შესაძლებლობა, რასაც შემდეგ საერთაშორისო საზოგადოებაც აჰყვება. ანუ ჭკუით უნდა ვაჯობოთ“, – განაცხადა მან.
შეგახსენებთ რომ რას წერდა ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილზე რამდენიმე ხნის წინად - “ეს ხელისუფლება ყველაფერზე წამსვლელია და სანამ ეს ძალოვნები არიან, სანამ ეს პროკურატურაა, სანამ ესენი არიან მართვის სადავეებთან, იმიტომ, რომ მარტივად პროვოკაციას მოაწყობენ და მერე აამუშავებენ მათ ბინძურ პროპაგანდისულ მანქანას-“აი, ჩამოვიდა ადამიანი ქვეყანაში და გამოიწვია სისხლისღვრა და ყველაფერი”. ამ ხელისუფლებისგან გასაკვირი არაფერი არ არის. არც ერთი და ორი ადამიანი ნიშნავს ამათთვის რამეს. ჩვენ გვისაუბრია სააკაშვილთან სხვადასხვა დროს და ის ნამდვილად დაუბრუნდება თავის ქვეყანას, მაგრამ ახლა რომ თქვას -ავიღე ბილეთი და მოვდივარ, ესენი დაავალებენ ვინმეს-ეს ცემე, ამას რამე დაუშავე , რომ მერე ეს დაბრალდეს მიშას. აი, ასეთი ბინძური ხალხია ესენი. არ არიან ხალხო ესენი პოლიტიკოსები. როცა ლაშა ნაცვლიშვილი, შალვა რამიშვილი, ფარცხალაძე არიან ამ ხელისუფლების იდეოლოგი, ცოტა უნდა დავფიქრდეთ რასთან გვაქვს საქმე”