"კანონი და სამართლის" ლიდერის , თაკო ჩარკვიანის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის სამშობლოში მშვიდობიანად დაბრუნების მიზნით მის მიერ შექმნილ სახალხო მოძრაობაში უკვე 76 ათასზე მეტი მოხალისეა დარეგისტრირებული.
"სააკაშვილის ჩამოსვლის მომხრეების რაოდენობა დღეს 76 000-ს ადამიანს გადასცა. ესაა ონლაინ დარეგისტრირებული პირები. მართლმსაჯულება დღეს პრაქტიკულად ბანდიტურ წარმონაქმნად იქცა. ჩამოსვლის პასუხისმგებლობაზე ეს ადამიანი, ბუნებრივია, თავად იღებს. ჩვენ პასუხისმგებლობაზე იმაზე ვიღებთ, რომ კანონი იქნება დაცული და ამიტომაც წავედით ევროპული კონვენციით. აქ არ არის ჭიდაობაზე საუბარი... უნდობლობითაა ხალხი „ქართული ოცნების“ მიმართ განმსჭვალული, ასეთი რაოდენობის ხალხი გროვდება და აკეთებს ჯაჭვს. არავის „გაპრავებას“ არ ვაპირებ, მაგრამ მე ვამბობ: ყოფილ პრეზიდენტს იმდენი აქვს გაკეთებული სახელმწიფოს შენების თვალსაზრისით, რომ უნდა მივცეთ უფლება, გამოიყენოს სამართლიანი სასამართლოს უფლება. ძალიან უხერხული მგონია, დღევანდელი ჯოჯოხეთური საქართველოდან, რომ აი, ამ ხალხს გავასამართლებინოთ, თავისი ტყუილ-მართლით, აზელილი ბრალდებებით ყოფილი პრეზიდენტი“ , - განაცხადა ჩარკვიანმა "პალიტრანიუსის" ეთერში.