2018 წლის ჩანაწერში, თეა წულუკიანი უკმაყოფილებას გამოთქვამს, შოთაძის გადაყენების გამო და ამბობს, რომ ის იყო პროკურორი, რომლის ბრალის საფუძველზე მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ვერ ჩამოდის და თუ სააკაშვილი ქვეყანაში დაბრუნდა, ეს ხელისუფლებისთვის მძიმე დარტყმა იქნება, რადგან წულუკიანი ფიქრობს, რომ მესამე პრეზიდენტს დისკუსიაში ვერავინ მოუგებს.
იუსტიციის ყოფილი მინისტრი უკმაყოფილოა გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობით და მას "რბილ მინისტრს" უწოდებს.
წულუკიანი ახსენებს ირაკლი კობახიძესაც და თვლის, რომ ქართული ოცნების მოქმედი თავმჯდომარე არაადეკვატურია და ერთი სული აქვს, როდის დაემხობა ხელისუფლება.
ნანა კაკაბაძე მსგავსი შინაარსის საუბარს ვერ იხსენებს, თუმცა ამბობს, რომ მუდმივად აქვს განცდა, რომ უსმენენ. კაკაბაძე იმასაც ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილზე საუბარი არაერთ პოლიტიკოსთან ჰქონია.