ეს არის სრული შოკი, მთელი ქვეყანა გაოგნებულია გაოგნებული ვარ იმით რაც მოხდა, ჩემი მკვლელობის დამკვეთი უცხო ქვეყნის მოქალაქეები იქნებიან უკრაინიდან და მიხეილ სააკაშვილი იქნება დამკვეთი
როგორც ნიკა გვარამიამ აღნიშნა, მისთვის გამაოგნებელი იყო, რომ სუს-ის წარმომადგენელმა საჯაროდ ისაუბრა შეკვეთილ მკვლელობაზე და ადამიანებს, რომლებსაც უწყებისვე მტკიცებით "დავალება უნდა შეესრულებინათ", პირდაპირ უთხრა, რომ ისინი იდენტიფიცირებული ჰყავს.
"გაოგნებული ვარ იმით, რომ გამოვიდა ანტიტეროსტიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე და მოყვა შეკვეთილი მკვლელობის ამბავი. იდენტიფიცირებული გვყავს პირებიო - ანუ პრაქტიკულად, მათ უთხრა, რომ იდენტიფიცირებულები ხართო. მოყვა, რომ დაცვის ღონისძიება გამიორმაგეს. პრაქტიკულად უთხრათ, ჩემი დაცვა ახლა უფრო რთულია თუ მარტივი, მინიშნება მისცა პრაქტიკულად. ასევე, მოყვა სხვა ჟურნალისტთან დაკავშირებით, რაც ჩემთვისაც არ უნდა ეთქვათ და საზოგადოებისთვის მით უმეტეს.
მე ხუმრობით ვთქვი, იმედი მაქვს ეს საარჩევნო ტრიუკი არ არის-მეთქი, მაგრამ არავითარი ასეთი იმედი აღარ მაქვს. უკვე ეჭვი მეპარება იმაში, რომ 1 თვის წინ მოწოდებული ინფორმაცია პროვოცირებული იყო სუს-ის მიერ, ამის ეჭვი იქამდეც მქონდა. ჩემი შეკვეთილი მკვლელობის დადასტურება ან დაცვის ღონისძიებებზე მინიშნება, სხვა ჟურნალისტზე ლაპარაკი, ეს მიზნად ისახავს დაზაფვრას განსაკუთრებით მედია საზოგადოების. მე უკვე ველოდები იმას, რომ ეს უცხო ქვეყნის მოქალაქეები იქნებიან უკრაინიდან და სააკაშვილი იქნება დამკვეთი. არავინ იცის ვინ არიან და რას ათქმევინებენ მათ. მეორე ვარიანტია, რომ ამით გადაიფარება ის, რაც ხდება ტელეკომპანია "ფორმულაში", - თქვა ნიკა გვარამიამ.