„მე, როგორც უკრაინის პრეზიდენტი, მუდმივად ვარ დაკავებულ
ი იმით, რომ ვაბრუნებ უკრაინის მოქალაქეებს სხვადასხვა საშუალებით, რომელიც მე მაქვს ჩემი ძალაუფლების ფარგლებში. მიხეილ სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე, ამიტომ ეს მასაც ეხება. ყველა ინსტიტუცია საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ჩვენი საელჩოების ჩათვლით, რომლებიც მუშაობენ საქართველოში და საქართველოს ელჩის დონეზეც, რომელიც მუშაობს უკრაინაში, ჩვენი მინისტრთა კაბინეტის საუბრის დონეზეც, პრემიერ-მინისტრების საუბრის დონეზე - ჩვენ ყველა ვიქნებით ამით დაკავებული“, - განაცხადა ზელენსკიმ.ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.