ნიკა გვარამიას საშიში განცხადება მიხეილ სააკაშვილის შესაძლო გარდაცვალებასთან დაკავშრებით - " მიმძიმს ამის თქმა, მაგრამ ჩვენ მივიღებთ გარდაცვლილ მესამე პრეზიდენტს "
"მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა და მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ, რურთავის სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულება ცოტა ხნის წინ დატოვა. ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს. მან მიხეილ სააკაშვილის მორიგი წერილიც წაიკითხა.
მიშა არის ძალიან მხნედ, დიდი სიყვარულით მოიკითხა ყველა ის ადამიანი არა ვინც მას გულშემატკივრობს მხოლოდ, არამედ ვინც თვლის, რომ ის უსამართლობის მსხვერპლია და ასეთები მისი გულშემატკივრები არ არიან მხოლოდ, სხვებიც არიან... ან ჩვენ მივიღებთ თავისუფლებას და სამართლიანობას, ან ყველამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ მივიღებთ ფიზიკურად, შესაძლებელია ითქვას, მიმძიმს ამის თქმა, მაგრამ ჩვენ მივიღებთ მისსავე აშენებულ ციხეში გარდაცვლილ მესამე პრეზიდენტს. ქვეყნის ყველაზე უფრო მნიშვნელოვან პოლიტიკურ ფიგურას მისი დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ზვიად გამსახურდიასთან ერთად, ცხადია, - ამბობს ნიკა გვარამია.