ყველას ნახვა

სკანდალური პოსტი ხდება ცნობილი ამ წუთებში - "არამზადა სააკაშვილმა პასუხი უნდა აგოს მისი ადგილი ციხეშია"

სკანდალური პოსტი ხდება ცნობილი ამ წუთებში - "არამზადა სააკაშვილმა პასუხი უნდა აგოს მისი ადგილი ციხეშია"
2007 წლის 20 მაისს თბილისში მოკლული მეცნიერის, გურამ შარაძის შვილი, რუსუდან შარაძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი მამამისის მკვლელებისთვის და მის მიერ ჩადენილი სხვა დანაშაულებისთვის უმკაცრესად უნდა დაისაჯოს.„ახლა სერიოზულად: ყველაფერს აქვს დასასრული და ეს სიგიჟეც უნდა დამთავრებულიყო. მიხარია! პირადად, მწარე სიმართლე მირჩევნია ლამაზ ტყუილს. ერთხელ და სამუდამოდ, უნდა გავიგოთ, რისი მაქნისია ხელისუფლება და რისი მაქნისი ვართ ჩვენ, ქართველი ხალხი.
დღეს, ჩვენი საყოველთაო გამარჯვების 9 წლისთავია და ვიტყვი, როგორ ვხედავდი მაშინ მოვლენების განვითარებას - ყველა დამნაშავე კ ა ნ ო ნ ი ე რ ა დ უნდა გასამართლებულიყო, სიტყვიერად მაინც, ხოლო ვისაც დანაშაული არ ჩაუდენია და „ნაციონალურ მოძრაობასთან", მხოლოდ, იდეოლოგიური მომხრეობა აკავშირებდა, მათ და დანარჩენ საქართველოს შორის უნდა შემდგარიყო საყოველთაო შერიგების აქტი. აი, ეს იქნებოდა ნამდვილი კოაბიტაცია - იგივე თანაცხოვრება და არა კოაბიტაცია სამშობლოს გამყიდველებთან, კაცისმკვლელებთან, გამაუპატიურებლებთან და მწამაბლებთან! როცა ოფიციალურად აეხდებოდა ფარდა მკვლელი სააკაშვილის და მისი ბანდის მიერ ჩადენილ უამრავ სისასტიკეს, თავგადაკლულ მიშისტსაც კი შერცხვებოდა მისი მომხრეობის გამჟღავნება, როგორც ეს მოხდა ნაცისტური გერმანიის შემდეგ და ვერც ე.წ. საერთაშორისო პარტნიორები ამოიღებდნენ ხმას. ამის ნახევარიც რომ მომხდარიყო, დღეს ბედნიერად თუ არა, ამაზე უკეთესად ვიცხოვრებდით.
ეს ყველაფერი უკვე ძალიან დაგვიანებული მეგონა, მაგრამ ახლა იმედის ნაპერწკალი გამიჩნდა. არამზადა სააკაშვილმა აგოს პასუხი ყველა ჩადენილ დანაშაულზე, მათ შორის, გურამ შარაძის მკვლელობაზე და მერე უნდა კენჭი იყაროს და უნდა სარი! კიდევ თუ ვინმე აირჩევს, ალალი იყოს! მაგრამ ეს არასდროს მოხდება.
ახლა მთავარი - არავინ გაბედოს მისი ციხიდან ვადაზე ადრე გამოშვებაზე, ფიქრიც კი! თუმცა, ლოგიკურად, არც ეს მოხდება, რადგან პირველს, ვისაც ეს მგელი შეჭამს, „ოცნება" იქნება. იმედი მაქვს, იზრუნებენ საკუთარ თავზე. ესაა ჩემი პირველი განწყობა ამ გახურებულ თავზე," - წერს რუსუდან შარაძე
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას მიანიჭებდით უპირატესობას ?
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
სალომე ზურაბიშვილის შოკისმომგვრელი განცახდება ვრცელდება ამ წუთებში
სასწრაფოდ! სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტულება სააკაშვილის შეწყალებაზე და ევროპარლამენტარების მიღებული რეზოლუცია...
სასწრაფოდ: ელისო კილაძე ამ წუთებში შოკისმომგვრელ ფოტოს აქვეყნებს "იხ.ფოტო"
სასწრაფოდ! ახლახან ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, მაკა ჩიჩუას დარღვეული დუმილი რა სკანდალურ განცხადებას აკეთებს ის?
სამწუხაროდ დაიწყო დაიწყო კვდომა. ახლა სასწაულის მოლოდინში ვართ მხოლოდ...
რეკლამა საიტზე
კორონავირუსი
ხალხური მედიცინა