ახალგარზრდა ქალის გარდაცვალებამდე მაშველებმა ნანგრევებიდან ამოიყვანეს მისი 2 შვილი -1 და 9 წლის ბავშვები. ორივე არასრულწლოვანი გარდაცვლილი იყო. ბავშვებთან ერთად მაშველებმა ნანგრევებიდან გამოიყვანეს მათი ბიძაც, რომელიც ინგა მეკეიძის ახლობლის თქმით, უცხოეთიდან ახალი ჩამოსული იყო და ძმის ოჯახში სტუმრად იმყოფებოდა.
"ჩემი მეზობლები არიან. ბოლო სამი წელი ერთად ვისვენებდით ბახმაროში. საუკეთესო ოჯახი იყო. მშვიდი და სიყვარულით სავსე. მაზლი ახალი ჩამოსული იყო უცხოეთიდან და სტუმრად იყო მათთან. მაშველებს ბიძა ბავშვთან ჩახუტებული ამოუყვანიათ. ოჯახიდან გადარჩა ინგას მეუღლე და ერთი შუათანა ასაკის 5 წლამდე ბავშვი. მამას ბაღში ჰყავდა წაყვანილი და ამან გადაარჩინათ", - უყვება Ambebi.ge-ს გარდაცვლილი ინგა მეკეიძის ოჯახის ახლობელი.