საერთო სახალხო მოძრაობა“ სააკაშვილის დასაბრუნებლად დარეგისტრირდა ოფიციალურად,დღეებია რაც არსებობს და 104 ათასი ხელმოწერაა უკვე. როდესაც რეგისტრირდება 104 ათასი ეს ძალიან კარგია, იდენტიფიცირებადია ყველა, მაგრამ 104 ათასი აქციაზე, ალბათ, არ გამოდის ხოლმე. ნახევარი მაინც მოვა, ჩვენ ვფიქრობთ“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.თაკო ჩარკვიანმა ასევე აღნიშნა, რომ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით ვახტანგ გომელაურთან შეხვედრას აპირებს.„ჩვენ ვემზადებით მშვიდობიანად, მეტსაც გეტყვით, გარკვეულ ადამიანებს კუთხეებში ვაყენებ, ხვალ გომელაურთან მინდა შეხვედრა, ოღონდ არა მარტო, მე ასეთ შეხვედრებზე ყოველთვის წესს და რიგს ვიცავ და მინდა, რომ დამსწრეც იყოს.