ყველას ნახვა

ამას არავინ ელოდა შოკისმომგვრელი სიმართლე, რომელიც ახლახანს ხდება ცნობილი ეს უდიდესი სკანდალია

ამას არავინ ელოდა შოკისმომგვრელი სიმართლე, რომელიც ახლახანს ხდება ცნობილი ეს უდიდესი სკანდალია
რო­გო­რი ღი­მი­ლით მი­დი­ო­და ბორ­კი­ლე­ბი­ა­ნი სა­ა­კაშ­ვი­ლი ცი­ხე­ში. ვფიქ­რობ, "ვინ­ტი­კე­ბი" აქვს მოშ­ვე­ბუ­ლი. ავ­ლიპ ზუ­რა­ბაშ­ვი­ლი ცო­ცხა­ლი რომ იყოს, ერთი შე­ხედ­ვით და­უს­ვამ­და დი­აგ­ნოზს. ეს კაცი არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი და არა­ნორ­მა­ლუ­რია. ახა­ლი ცოლი მო­იყ­ვა­ნაო... მახ­სოვს, სულ­ხა­ნის და­ბა­დე­ბის დღე იყო, სან­დრა და რუ­სუ­დან სე­ბის­კვე­რა­ძე იყ­ვნენ ჩვენ­თან სტუმ­რად, სულ­ხა­ნის ცო­ლის­და და რუ­სუ­და­ნი უკ­რავ­დნენ, მღე­როდ­ნენ, მე კი თა­მა­და ვი­ყა­ვი. სულ­ხა­ნი გვი­ან მო­ვი­და, ღა­მის პირ­ველ სა­ათ­ზე. გა­ვი­ხე­დოთ და, ეს შო­ბელ­ძაღ­ლი მი­შაც მო­ვი­და, მაგ­რამ მოს­ვლა და წას­ვლა ერთი იყო. როცა მო­ვი­კი­თხე, სულ­ხან­მა მი­თხრა, წა­ვი­დაო. ცოლი და­ტო­ვა და თვი­თონ სა­დღაც წა­ვი­და. რომ აი­შალ­ნენ, სულ­ხან­მა მთხო­ვა, მამა, სან­დრა შინ წა­იყ­ვა­ნეო. არც ვა­ციე, არც ვა­ცხე­ლე და კა­ხუ­რად შე­ვუ­კურ­თხე მი­შას. შუ­ა­ღა­მით ქალი მარ­ტო რომ და­ტო­ვა, ეს იყო კა­ცო­ბა? მა­გას თა­ვი­დან­ვე ვა­ტყობ­დი, არა­სე­რი­ო­ზუ­ლი რომ იყო სახ­ლშიც და სამ­სა­ხურ­შიც, სის­ხლის მოყ­ვა­რუ­ლიც. როცა სა­პყრო­ბი­ლე­ში სულ­ხანს ტან­ჯავ­დნენ, ამის ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტო­ე­ბი მიჰ­ქონ­დათ მას­თან.თა­ვის დრო­ზე მიშა ხომ ამ­ბობ­და, ყვე­ლა­ნი ცი­ხე­შიო, ჰოდა, ახლა ეგეც ცი­ხე­ში იყოს, ოღონდ ერთი პი­რო­ბით: ამ მთავ­რო­ბას ვთხოვ, მი­შას ცი­ხი­დან ფეხი არ გა­მო­ად­გმე­ვი­ნოს. არ ვამ­ბობ, ესეც იმა­ვე დღე­ში ჩა­აგ­დონ-მეთ­ქი, მაგ­რამ მო­ლაშ­ვილს თუ გა­უ­საძ­ლის პი­რო­ბებ­ში ამ­ყო­ფებ­დნენ, ამას მა­ინ­ცდა­მა­ინც ფუ­ფუ­ნე­ბა­სა და სა­სათ­ბუ­რე პი­რო­ბებ­ში მა­ინც ნუ ამ­ყო­ფე­ბენ, რომ არ იძა­ხოს, რა კარ­გია, ხუთ­ვარ­სკვლა­ვი­ან სას­ტუმ­რო­ში ვარო. გა­ა­ძღონ, აჭა­მონ, ას­ვან, ტე­ლე­ვი­ზო­რი და ყვე­ლა­ნა­ი­რი პი­რო­ბა შე­უქ­მნან.
- ჯერ ექ­სპრე­ზი­დენ­ტი იზო­ლა­ცი­ა­შია და რო­გორც ამ­ბო­ბენ, დიდი პრი­ვი­ლე­გი­ე­ბით არ უნდა სარ­გებ­ლობ­დეს. აქამ­დე სა­ინ­ფორ­მა­ციო ვა­კუ­უმ­ში იყო და მისი ად­ვო­კა­ტე­ბის გად­მო­ცე­მით, ნარ­ზე სძი­ნავს, ლე­ი­ბი და სა­ბა­ნიც კი არ ჰქო­ნია...
- გა­ა­ნე­ბივ­რე­ბენ და ეგ უკვე მთავ­რო­ბის მი­ნუ­სი იქ­ნე­ბა, ავ­ტო­რი­ტე­ტი აღარ ექ­ნე­ბა ჩემს თვალ­ში. თუ ასე არ გა­ა­კე­თე­ბენ, მა­შინ "ლა­ფათ­ქა­ზე" დას­ვა­მენ და ყვე­ლას გაყ­რი­ან. მი­ი­ღონ ისე­თი ზო­მე­ბი, რომ პა­ტი­მარ­მა მი­შამ ან სხვამ არ იჩივ­ლოს აუ­ტა­ნე­ლი პი­რო­ბე­ბის გამო. სულ­ხან მო­ლაშ­ვილ­ზე არ ამ­ბობ­დნენ, აუ­ტა­ნელ პი­რო­ბებ­ში­აო, მა­თი­ას იორშს გული წა­უ­ვი­და, სულ­ხა­ნი რომ ნახა სა­კან­ში და ამას თუ გა­ა­ძღე­ბენ, არ ვიცი.
- რას იტყვით, თქვენ­თვის აღ­დგა სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა?
- ჯერ შევ­ხე­დავ, რო­გორ გა­ა­ტა­რებს სა­ა­კაშ­ვი­ლი ცი­ხე­ში დროს და მერე გე­ტყვით, აღ­დგა თუ არა სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა. ჩემი მუდ­მი­ვი ოც­ნე­ბა იყო, ჩემს შვილ­თან რომ წა­ვი­დო­დი, მე­ხა­რე­ბი­ნა, სა­მარ­თა­ლი აღ­დგა-მეთ­ქი. ეს მე მინ­და და ჩემ­ნა­ირ ხალ­ხს, ყვე­ლას კი არა. ესე­ნი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­სრუ­ლე­ბის პი­რო­ბით მო­ვიდ­ნენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში და რომ ვუ­ყუ­რებ, სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა კი არა, მერე და მერე ბევ­რი და­ა­წი­ნა­უ­რეს "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი­დან", ისი­ნი დღემ­დე თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე არი­ან. ახლა იმა­ზე მწყდე­ბა გული, აქ­ცია რომ გა­მარ­თეს და "პო­ლიტ­პა­ტი­მარ" სა­ა­კაშ­ვილს თა­ნაგ­რძნო­ბას უცხა­დე­ბენ. ნე­ტავ მა­გათ ტვინ­ში ჩა­მა­ხე­და. კაც­მა ამ­დე­ნი და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ი­დი­ნა და პო­ლიტ­პა­ტი­მა­რი ჰქვია? სულ­ხა­ნიც პო­ლიტ­პა­ტი­მა­რი იყო და მი­შაც? ხალ­ხმა მეხ­სი­ე­რე­ბა და აზ­როვ­ნე­ბის უნა­რი და­კარ­გა თუ მო­თაფ­ლეს? ნე­ბის­მი­ერ­მა პი­როვ­ნე­ბამ, ვინც სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ი­დი­ნა, პა­სუ­ხი უნდა აგოს. მარ­ტო მე ხომ არ ვარ, "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" რე­ჟიმ­მა რამ­დე­ნი ოჯა­ხი გა­ამ­წა­რა, რამ­დე­ნი და­ხო­ცა, ბიზ­ნე­სე­ბის დათ­რე­ვას რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ. მიკ­ვირს, ასე­თი მოკ­ლე მეხ­სი­ე­რე­ბა აქვს ხალ­ხს?!
მიშა რო­გორც კი წა­ეთ­რა, სა­ქარ­თვე­ლოს პას­პორ­ტი გა­და­აგ­დო და უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა მი­ი­ღო. ახლა ჩა­მო­დის აქ და კი­დევ გვებ­ლა­ტა­ვე­ბა, ღი­მი­ლით შე­დის ცი­ხე­ში და ამით ყვე­ლას მას­ხა­რად იგ­დებს. ნუ აწა­მე­ბენ, ეს ღი­მი­ლი მო­უს­პონ სა­ხი­დან...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას მიანიჭებდით უპირატესობას ?
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
სასწრაფოდ: ამ წუთებში ვრცელდება კადრები ავტომობილების კოლონა თბილისისკენ მოემართება (იხ.ვიდეო)
სალომე ზურაბიშვილის შოკისმომგვრელი განცახდება ვრცელდება ამ წუთებში
სასწრაფოდ! სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტულება სააკაშვილის შეწყალებაზე და ევროპარლამენტარების მიღებული რეზოლუცია...
სასწრაფოდ: ელისო კილაძე ამ წუთებში შოკისმომგვრელ ფოტოს აქვეყნებს "იხ.ფოტო"
სასწრაფოდ! ახლახან ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, მაკა ჩიჩუას დარღვეული დუმილი რა სკანდალურ განცხადებას აკეთებს ის?
რეკლამა საიტზე
კორონავირუსი
ხალხური მედიცინა
სასწრაფოდ: ამ წუთებში ვრცელდება კადრები ავტომობილების კოლონა თბილისისკენ მოემართება (იხ.ვიდეო)
სალომე ზურაბიშვილის შოკისმომგვრელი განცახდება ვრცელდება ამ წუთებში
სასწრაფოდ! სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტულება სააკაშვილის შეწყალებაზე და ევროპარლამენტარების მიღებული რეზოლუცია...
სასწრაფოდ: ელისო კილაძე ამ წუთებში შოკისმომგვრელ ფოტოს აქვეყნებს "იხ.ფოტო"
სასწრაფოდ! ახლახან ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, მაკა ჩიჩუას დარღვეული დუმილი რა სკანდალურ განცხადებას აკეთებს ის?
რეკლამა საიტზე