სიძულვილის ენაზე აგებული კამპანია, წაგებული დიდი ქალაქები, მეორე ტური თბილისში და მიხეილ სააკაშილი საქართველოში - "ქართული ოცნების" მძიმე რეალობას, ოლიგარქი და მისი პარტია სავარაუდოდ, სწორედ ირაკლი ღარიბაშვილს გადააბრალებს.
"მთავარი არხის" წყაროს ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილის გადაყენების შესახებ პარტიაში ჯერ ცოტა ადამიანმა იცის...
ირაკლი ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ არჩევნების მეორე ტურის შემდეგ მისი გადაყენება არ იგეგმება, გავრცელებულ ინფორმაციას "უსუსურ პროვოკაციას" უწოდებს და ჩვეული ცინიზმით პასუხობს ''მე გადავდექი გუშინ''
"იმის მიუხედავად, რომ არაერთგზის განმარტა პარტიამ, მაინც ამ რაღაც უსუსურ პროვოკაციას და დეზინფორმაციას ავრცელებთ. მაშინ გეტყვით ხუმრობით, თქვენ არ იცით, რომ მე ასე ვთქვათ, უკვე გუშინ გადავდექი, იცით ეს?", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.