ყველას ნახვა

მიხეილ სააკაშვილის მამის მოულოდნელი განცხადება რას წერს ის შვილის ახალ სიყვარულზე - "ლიზა იასკოს არ ვიცნობ მე მყვას უსაყვარლესი რძალი სანდრა"

მიხეილ სააკაშვილის მამის მოულოდნელი განცხადება რას წერს ის შვილის ახალ სიყვარულზე - "ლიზა იასკოს არ ვიცნობ მე მყვას უსაყვარლესი რძალი სანდრა"
მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მამა ნი­კო­ლოზ სა­ა­კაშ­ვი­ლი "თბი­ლი­სე­ლებ­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობს, რომ ლიზა იას­კოს არ იც­ნობს და იქვე დას­ძენს, რომ მას მხო­ლოდ ერთი რძა­ლი ჰყავს.

- მი­შამ არ იცის ოჯა­ხის წევ­რებ­თან თა­ვი­სი პო­ლი­ტი­კუ­რი ამ­ბე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა. არც ზო­გა­დად, პო­ლი­ტი­კა­ში ყოფ­ნის დროს ყო­ფი­ლა ასე, არც მისი პრე­ზი­დენ­ტო­ბის დროს. ის ყო­ველ­თვის მი­იჩ­ნევ­და, რომ ოჯა­ხი არ უნდა ერე­ო­დეს პო­ლი­ტი­კურ სა­კი­თხებ­ში. 
- თუმ­ცა სან­დრა სულ ჩარ­თუ­ლი იყო მის პო­ლი­ტი­კურ ამ­ბებ­ში, გვერ­დით ედგა...
- სან­დრა იყო და არის ჩარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. ჰო­ლან­დი­ელ ქარ­თველს ვე­ძა­ხი, უსაყ­ვარ­ლე­სი გო­გოა. ცხოვ­რობს თბი­ლის­ში და ქარ­თუ­ლად ზრდის შვი­ლებს.
- ვი­ნა­ი­დან "ფე­ის­ბუქ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი" ხართ, ალ­ბათ, ბევრ რა­ღა­ცას კი­თხუ­ლობთ, ის­მენთ თქვენს შვილ­ზე. რო­გორ გუ­ნე­ბა­ზე გა­ყე­ნებთ ეს?
- "ფე­ის­ბუქ­ზე" იმ­დენ სი­სუ­ლე­ლეს ვკი­თხუ­ლობ ხოლ­მე, არ ვიცი, რა ვთქვა. რამ­დენ­ჯერ წა­ვი­კი­თხე რა­ღა­ცე­ბი, კარგ გუ­ნე­ბა­ზე დავ­დე­ქი. ბევ­რი ვი­ცი­ნე, იმი­ტომ რომ ენას ძვა­ლი არა აქვს. ვი­მე­ო­რებ, ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­გო­რიც მი­შაა, სა­უ­კუ­ნე­ში ერთხელ იბა­დე­ბი­ან. გავა წლე­ბი, ისე და­ფას­დე­ბა მიშა, რო­გორც და­ფას­და ბევ­რი ის­ტო­რი­უ­ლი პი­როვ­ნე­ბა.
მე შემ­სწრე ვარ მისი პრე­ზი­დენ­ტო­ბის პე­რი­ოდ­ში, სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით... სა­დღაც მი­დი­ო­და. უცებ გა­და­კე­ტეს ყვე­ლა­ფე­რი, შე­მოც­ვივ­და დაც­ვა, ხალ­ხი გა­წი­ეს, გა­მო­წი­ეს ვეს­ტი­ბულ­ში. გა­და­ი­რია მიშა. ეს რას ნიშ­ნავ­სო - თა­ვი­სი დაც­ვა და­ტუქ­სა. გა­წია დაც­ვა, შე­ე­რია ხალ­ხს და და­ი­წყო მათ­თან ლა­პა­რა­კი, - ძა­ლი­ან კარ­გად ვგრძნობ ხალ­ხთან თავს, არ მაქვს ამ­ბი­ცია, რომ მე უნდა ვიყო ცალ­კეო. ჩემს მე­გობ­რებს მიშა უნა­ხავთ მეტ­რო­ში, - უცებ შე­მო­ვარ­და სად­გუ­რის მო­ე­დან­ზე, დაჯ­და ხალ­ხში და და­უ­წყო ლა­პა­რა­კიო.
 ახლა ლიზა იას­კო­ზეც მინ­და გკი­თხოთ. ამას, ნამ­დვი­ლად არა­ვინ ელო­და, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ ეს ასეა, მი­შამ თა­ვად დადო ეს ვი­დეო...
- არ ვიცი. მას არ ვიც­ნობ. მე ვიცი, რომ მყავს ერთი უსაყ­ვარ­ლე­სი რძა­ლი და ორი საყ­ვა­რე­ლი შვი­ლიშ­ვი­ლი მი­შას­გან. ენაც­ვა­ლოთ მათ ჩემი თავი. სხვა ვე­რა­ფერს გე­ტყვით, არ ვიც­ნობ ამ ადა­მი­ანს. არ ვარ საქ­მის კურ­სში. ცოტა გა­მიკ­ვირ­და კი­დეც.
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას მიანიჭებდით უპირატესობას ?
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
სასწრაფოდ: ამ წუთებში ვრცელდება კადრები ავტომობილების კოლონა თბილისისკენ მოემართება (იხ.ვიდეო)
სალომე ზურაბიშვილის შოკისმომგვრელი განცახდება ვრცელდება ამ წუთებში
სასწრაფოდ! სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტულება სააკაშვილის შეწყალებაზე და ევროპარლამენტარების მიღებული რეზოლუცია...
სასწრაფოდ: ელისო კილაძე ამ წუთებში შოკისმომგვრელ ფოტოს აქვეყნებს "იხ.ფოტო"
სასწრაფოდ! ახლახან ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, მაკა ჩიჩუას დარღვეული დუმილი რა სკანდალურ განცხადებას აკეთებს ის?
რეკლამა საიტზე
კორონავირუსი
ხალხური მედიცინა