მთავრობის მეთაურის განმარტებით, სწავლების ჰიბრიდული ფორმა უკვე მზად იყო, რომელიც 15 სექტემბრიდან ყველა ვარიანტში უნდა დაწყებულიყო, ვინაიდან სხვადასხვა ქალაქში, სკოლებსა და საკლასო ოთახებში მოსწავლეთა არსებული რაოდენობა გარკვეულ გადანაწილებას საჭიროებს.
„სხვადასხვა ქალაქში, სხვადასხვა კლასში სხვადასხვა რაოდენობის მოსწავლეები არიან და გადანაწილებული იყო – ნაწილი დისტანციურად, ნაწილი კლასებში. სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება ყველგან დისტანციურად, სასწავლო კლასებში დაიწყება პირველი ოქტომბრიდან. ეს ეხება ყველას, მათ შორის კერძო სკოლებსაც. ასევე, ეს ეხება სხვადასხვა წრეს, რომელზეც ბავშვები დადიან და რომელიც არ არის ღია ცის ქვეშ. ღია ცის ქვეშ არსებულ წრეებთან დაკავშირებით, შესაბამის პროტოკოლს ეპიდემიოლოგები და სპეციალისტები გააკეთებენ“, – აღნიშნა პრემიერმა.