ყველას ნახვა

გივი სიხარულიძის სკანდალური განცხადებაბიძინას მარტო ფეხებში აქვს იმდენი ჭკუა, რამდენიც ჩვენს ოპოზიციონერებს - თავში

გივი სიხარულიძის სკანდალური განცხადებაბიძინას მარტო ფეხებში აქვს იმდენი ჭკუა, რამდენიც ჩვენს ოპოზიციონერებს - თავში
"არც ერთ პარტიას არ ვემხრობი და არც ერთს პატივს არ ვცემ, რადგან მათ ჩემი სამშობლო არ უყვართ. დღეს საქართველოში ყველა თავის კეთილდღეობასა და პირად ინტერესებზე ზრუნავს - ეს დიდი უბედურებაა ნებისმიერი ერისთვის. მხოლოდ ერთ შემთხვევაში დავუჭერდი ვინმეს მხარს: თუ პოლიტიკურ ასპარეზზე მერაბ კოსტავასნაირი ერისკაცი გამოჩნდებოდა. დღევანდელი პოლიტიკოსები ჩემთვის უნიჭო არტისტები არიან, რომლებიც საქართველოს ბედით ვაჭრობენ.თუ ქართულ პოლიტიკაში ილია ჭავჭავაძის, მერაბ კოსტავას ან - ამბროსი ხელაიას მსგავს კაცს დავინახავ, კი ბატონო, მაგრამ ესენი ბანდიტები არიან, რომლებიც მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ. ამიტომ, არც ოპოზიცია მადარდებს და არც - პოზიცია. მართალია, თითო-ოროლა ცუდი და კარგი ყველგან არის, მაგრამ ამ ცრუპოლიტიკოსების უმრავლესობა ჩემთვის მიუღებელია.

მგონია, ბიძინა ივანიშვილი ძალიან ჭკვიანია და ვერ მოერევიან.  ბიძინას მარტო ფეხებში აქვს იმდენი ჭკუა, რამდენიც ჩვენს ოპოზიციონერებს - თავში. ერთი კარგი გამონათქვამია: ისეთმა ძროხამ უნდა დამწიხლოს, რომელიც ჩემზე მეტს იწველისო - აქაც იგივე სიტუაციაა. ჩ  ახლა კი გაიძახიან - არჩევნები გააყალბესო, მაგრამ ამ არჩევნების შედეგები მთელმა მსოფლიომ აღიარა: თქვეს, რომ ხარვეზებით, მაგრამ მაინც ჩატარდა. იმიტომ, რომ ვიღაცას მისი შედეგი არ მოეწონა, ყველაფერი თავიდან უნდა დაიწყოს? კი ბატონო, ჩატარდეს ხელმეორე არჩევნები, მაგრამ ესენი რომ მოვიდნენ, მაშინ გვეშველება? 

ხალხმა ვინმეს რომ დაუჯეროს, წესიერი ხალხი უნდა იყოს ოპოზიციის სათავეში და არა თავის თავზე შეყვარებული ვირთხები. ვის დავუჯერო? - ალეკო ელისაშვილს თუ "გირჩს", რომლის წევრებიც ახალგაზრდებს პლანის მოწევისკენ მიუთითებენ? ესენი მასხარები არიან. ვინ არიან პოლიტიკოსები? - ის ახალგაზრდები, რომლებიც ათას სკამზე თუ პარტიაზე გადამხტარი პოლიტიკოსების შვილები არიან? ეგენი არიან ერის მხსნელები და გადამრჩენლები? ევროპელები ვართო, იჩემებენ, ამ დროს გამოდის ნიკა გვარამია და ამერიკის და გერმანიის ელჩს აგინებს. ვის უნდა დავუჯერო, ერთი მითხარით. დღეს ჩვენ ოპოზიცია არა გვყავს - ამას ვამბობ მე, გივი ვარ სიხარულიძე და ისე ვმსჯელობ, როგორც ყველა ნორმალური კაცი უნდა მსჯელობდეს".
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას მიანიჭებდით უპირატესობას ?
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
სალომე ზურაბიშვილის შოკისმომგვრელი განცახდება ვრცელდება ამ წუთებში
სასწრაფოდ! სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტულება სააკაშვილის შეწყალებაზე და ევროპარლამენტარების მიღებული რეზოლუცია...
სასწრაფოდ: ელისო კილაძე ამ წუთებში შოკისმომგვრელ ფოტოს აქვეყნებს "იხ.ფოტო"
სასწრაფოდ! ახლახან ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, მაკა ჩიჩუას დარღვეული დუმილი რა სკანდალურ განცხადებას აკეთებს ის?
სამწუხაროდ დაიწყო დაიწყო კვდომა. ახლა სასწაულის მოლოდინში ვართ მხოლოდ...
რეკლამა საიტზე
კორონავირუსი
ხალხური მედიცინა