პატიმრობაში მყოფი ექსპრეზდენტის, მიხეილ სააკაშვილის მამა ჰოსპიტალიზებულია. არსებული ინფორმაციით, ნიკოლოზ სააკაშვილს გულის შეტევა აქვს.ნიკოლოზ სააკაშვილი ჩაფიძის კლინიკაშია მოთავსებული. როგორც კლინიკის პრესსამსახურში
AMBEBI.GE-ს განუცხადეს, ექსპრეზიდენტის მამა ხვალ გაეწერება.
"ნიკოლოზ სააკაშვილი კარგად არის, ხვალ გაეწერება. მეტ ინფორმაციას მის შესახებ ვერ მოგაწვდით, რადგან კონფიდენციალურია" - გვითხრეს კლინიკაში.