"მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველები,აღვნიშნავთ, რომ ციხის ე.წ. საავადმყოფო არ არის მინიმალური გარანტია უსაფრთხოების დაცვის. იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, ციხის საავამყოფოში გადაყვანის ერთ-ერთი მთავარი პირობა თითქოს არის სააკაშვილის უსაფრთხოება, სინამდვილეში სრულიად საწინააღმდეგო სურათი გვაქვს.
ჩვენი ინფორმაციით, ციხის საავადმყოფოში გადაყვანა იქნება პირდაპირ უსაფრთხოების პრობლემების შემცველი და ეს პრობლემები იქნება იმიტირებული ქვეყნის დღევანდელი ხელისუფლების მიერ, იქნება იმიტირებული ბუნტი, რომელიც დასრულდება სააკაშვილის ლიკვიდაციით, ასეთი ინფორმაცია გვაქვს ჩვენ და პირდაპირ ვაცხადებთ, რომ მათ შორის, უსაფრთხოების პრობლემების გამო, სააკაშვილი არ შეიძლება იყოს გადაყვანილი ციხის სტაციონარში.
ჩვენ მოვითხოვთ, რომ მიმდინარე საათებში გადაწყდეს მისი ჰოსპიტალიზაციის საკითხი და ღია განცხადებით გამოირიცხოს ციხის საავადმყოფო, გადაწყდეს არა მხოლოდ პირადი ექიმის, არამედ ადვოკატების მონაწილეობით, რადგანც ეს არ არის მხოლოდ ჯანდაცვის საკითხი, არამედ ეს არის უფლებადაცვითი საკითხი", -აცხადებს გვარამია.
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში შემოსვლის შემდეგ, პირველ ოქტომბერს დააკავეს. ის უკვე 24 დღეა შიმშილობს. ექსპრეზიდენტი რუსთავის სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებაში იმყოფება.