ყველას ნახვა

სასწრაფოდ: დიდი სკანდალი ვინ ზის სინამდვილეში რუსთავის ციხეში სააკაშვილის ნაცვლად? – “ოცნებამ” ღალატის და “ფეიკის” დიდი გეგმა გამოაშკარავა

სასწრაფოდ: დიდი სკანდალი ვინ ზის სინამდვილეში რუსთავის ციხეში სააკაშვილის ნაცვლად? – “ოცნებამ” ღალატის და “ფეიკის” დიდი გეგმა გამოაშკარავა
19 ოქტომბერს, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა სკანდალური განცხადება გააკეთა და თქვა:
“მიხეილ სააკაშვილი არის ჩვეულებრივი სიმულანტი, პროფესიონალი აფერისტი კაცი, რომელიც ჯერ გამოდის, რომ ვითომ შიმშილობს, მეორეს მხრივ უნდა, რომ ჩვენ ყველამ ვილაპარაკოთ მის დიეტაზე თუ შიმშილობაზე. ეს არის სამარცხვინო სიტუაცია.”
“ოცნების” ლიდერები, როგორც წესი, იმავე დღეს იმეორებენ ხოლმე პრემიერის რიტორიკას, თუმცა, ამჯერად, მთელი 3 დღე დასჭირდა კობახიძეს პრემიერის ნათქვამის გასამეორებლად და სხვა ლიდერები კი, სულაც ჯერ სდუმან ამ საკითხზე.
დღეს კობახიძემ განაცხადა:
სააკაშვილი შიმშილობაშიც “ფეიკია”, გატაცებაშიც “ფეიკია”, ჩამოსვლაშიც, ყველაფერში არის ე.წ. ფეიკი
კობახიძემ გაამძაფრა და საერთოდ გვითხრა რომ არც ჩამოსულა სააკაშვილი და მისი ჩამოსვლაც ფეიკია, ზის ახლა სადღაც, აგარაკზე და უყურებს ციხეში როგორ შედიან მისი მეგობრები და ადვოკატები მის სანახავად, უყურებს “ოცნების” ლიდერებს, რომლებიც ამბობენ, რომ ციხეში უნდა იჯდეს 6 წელი და იცინის და იცინის, იმიტომ რომ ციხეში კი არა, როგორც “ოცნების” ლიდერი აგერ ამბობს, არც ჩამოსულა ჯერ, ფეიკია მისი ჩამოსვლა.
გამოდის, პრემიერს აქვს ინფორმაცია, რომ სააკაშვილი, ვითომ შიმშილობს და მართლა არ შიმშილობს…
კობახიძეს კი აქვს ინფორმაცია, რომ საერთოდაც არ ჩამოსულა მიშა ქვეყანაში… ფეიკია მთელი ეს ამბავი.
ვინ ზის, აბა, რუსთავის ციხეში სააკაშვილის ნაცვლად?
რუსთავის ციხე, ნამდვილად საქართველოშია?
ოფიციალური ვერსიით, სააკაშვილი ციხეში ზის, იმ ციხეში, რომელსაც პრემიერის დანიშნული იუსტიციის მინისტრი უნდა აკონტროლებდეს – რა გამოდის? იუსტიციის მინისტრი და ციხის ადმინისტრაცია კი არ აკონტროლებს ციხეს, არამედ სააკაშვილი აკონტროლებს მინისტრს და ციხის ადმინისტრაციას?
ხომ თქვენი გუნდის წევრია იუსტიციის მინისტრი ნამდვილად? ფეიკია სააკაშვილის ჩამოსვლა, ფეიკია მისი შიმშილობა და ხელს აფარებს?
ღარიბაშვილის სისტემის ციხიდან თუ ახერხებს სააკაშვილი ხალხის მოტყუებას, გამოდის, შეთქმულებასთან გვქონია საქმე – უღალატია მაშინ იუსტიციის მინისტრს გუნდისთვის და პრემიერისთვის – რადგან, მის გარეშე, პატიმარი სააკაშვილი ვერ მოახერხებს ამხელა ტყუილის დამტკიცებას და “ვითომ შიმშილობის”, მართლა შიმშილობად გასაღებას, უღალატია ციხის ადმინისტრაციას გუნდისა და პრემიერისთვის, გამოდის, რადგან, თუ ვითომ შიმშილობს სააკაშვილი, ისინი რატომღა ამტკიცებენ, რომ მართლა შიმშილობს? უღალატია მაშინ ჯანდაცვის მინისტრს და ექიმებს პრემიერისთვის, რადგან, თუ სააკაშვილი ვითომ შიმშილობს და იტყუება, ვის დასანახად მართავენ ექიმთა კონსილიუმს?
ამას დამატებული შს მინისტრი, სუს-ის უფროსი, სასაზღვრო პოლიცია – მთელი ქვეყნის სახელმწიფო უწყებები ყოფილა ჩართული სააკაშვილის გეგმაში.
ღარიბაშვილმა და კობახიძემ ახლა “დიდი ღალატის” სქემა კი “გაშიფრეს”, მაგრამ აწი რას იზამს ღარიბაშვილი? მოხსნის იუსტიციის “მოღალატე” მინისტრს? დაიჭერს ჯანდაცვის “მოღალატე” მინისტრს? პასუხს აგებინებს ციხის “მოღალატე” ადმინისტრაციას? რას უზამს შს მინისტრს და სუს-ის უფროსს? რა იქნება მისი შემდგომი ნაბიჯები?
ყველანი ნაცები ყოფილან, გამოდის თქვენი ნათქვამიდან, პრემიერო, იუსტიციის მინისტრიც, ჯანდაცვის მინისტრიც, ციხის ადმინისტრაციაც, შს მინისტრიც, სუს-ის უფროსიც, სასაზღვრო პოლიციაც, ყველანი მიშას მხარეს ყოფილან და ყველანი მიშასთან ყოფილან შეთქმულები, ხოდა, თუ ასეა, თქვენ, ვიღასი პრემიერი ხართ? თქვენი გუნდი რომ იძახის 1 ოქტომბრის მერე, მოვიგეთ უკვეო, რა მოიგეთ? ეს ამდენი ხალხი, ყველა თუ მიშასთანაა შეთქმული, ვის იმედად ატარებთ მეორე ტურს?
წყარო ალია
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას მიანიჭებდით უპირატესობას ?
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
სალომე ზურაბიშვილის შოკისმომგვრელი განცახდება ვრცელდება ამ წუთებში
სასწრაფოდ! სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტულება სააკაშვილის შეწყალებაზე და ევროპარლამენტარების მიღებული რეზოლუცია...
სასწრაფოდ: ელისო კილაძე ამ წუთებში შოკისმომგვრელ ფოტოს აქვეყნებს "იხ.ფოტო"
სასწრაფოდ! ახლახან ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, მაკა ჩიჩუას დარღვეული დუმილი რა სკანდალურ განცხადებას აკეთებს ის?
სამწუხაროდ დაიწყო დაიწყო კვდომა. ახლა სასწაულის მოლოდინში ვართ მხოლოდ...
რეკლამა საიტზე
კორონავირუსი
ხალხური მედიცინა
სალომე ზურაბიშვილის შოკისმომგვრელი განცახდება ვრცელდება ამ წუთებში
სასწრაფოდ! სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტულება სააკაშვილის შეწყალებაზე და ევროპარლამენტარების მიღებული რეზოლუცია...
სასწრაფოდ: ელისო კილაძე ამ წუთებში შოკისმომგვრელ ფოტოს აქვეყნებს "იხ.ფოტო"
სასწრაფოდ! ახლახან ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, მაკა ჩიჩუას დარღვეული დუმილი რა სკანდალურ განცხადებას აკეთებს ის?
სამწუხაროდ დაიწყო დაიწყო კვდომა. ახლა სასწაულის მოლოდინში ვართ მხოლოდ...
რეკლამა საიტზე