მიხეილ სააკაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს შორის, შუამავლის მეშვეობით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს, - ამ სკანდალურ განცხადებას გაზეთ „ქრონიკა+“-სთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ერთ-ერთი ლიდერი, იუსტიციის ყოფილი მინისტრი კოტე კემულარია აკეთებს.ვრცელ ინტერვიუში, რომელსაც „ქრონიკა+“-ის დღევანდელ, 25 ოქტომბრის ნომერში წაიკითხავთ, კემულარია ამბობს, რომ სააკაშვილის შუამავალსა და ივანიშვილს შორის შეხვედრა თბილისში გაიმართა, თუმცა რესპონდენტი შუამავლის ვინაობას არ აკონკრეტებს და აცხადებს, რომ მას სააკაშვილი „ყველაზე მეტად ენდობა“.
ამ საიდუმლო რანდევუს დეტალების წაკითხვა გაზეთ
„ქრონიკა+“-ის დღევანდელ, 25 ოქტომბრის ნომერში შეგიძლიათ.