რადგანაც მითხრეს, რომ თურმე მთავრობამ უკვე ყველაფერი გააკეთა ჩვენი კანდიდატურის მხარდასაჭერად და აღარ იყო საჭირო ზედმეტი აქტიურობა, მე თვითონაც ჩავთვალე, რომ ეს არ არის ის საქმე, სადაც მე შემიძლია გადავარჩინო მარტო მთლიანად მთავრობის უმოქმედობა. ვთვლი, რომ ვარ პასუხისმგებელი კონსტიტუციის წინაშე, რამეთუ კონსტიტუციის 78-ე მუხლი მავალდებულებს, რომ ყველაფერი გავაკეთო რაც შესაძლებელია, იმისთვის, რომ წინ წავწიოთ ეს პროცესი.მე არ მჯერა, რომ რამე სხვა მომავალი არსებობდეს საქართველოსთვის, თუ არა ევროპული მომავალი. მე არ მიმაჩნია, რომ ვინმეს უნდა გადავყვეთ ამ პროცესის წინ წასვლაში – არც სააკაშვილს არც გვარამიას და არც ბიძინა ივანიშვილს. არავინ არ არის იმის ფასი, რომ ჩვენი ბავშვების მომავალი არ დავიცვათ. ამისთვის ვბრუნდები საქართველოში და იქ დავიცავ ამ მომავალს.