"რა თქმა უნდა, ეს იყო საოცრება, რომ ესენი ვაიძულეთ უსისხლოდ წასულიყვნენ. მერე რომ გამოვიდა და დემოკრატობას იბრალდებდა სააკაშვილი - ნახეთ როგორ გადავაბარე ხელისუფლებაო, რისი გადამბარებელი იყო? გასანძრევი არ ჰქონდა სხვა და საშუალება არ ჰქონდა სხვა და იძულებული იყო. მე ვახერხებდი მათ წამოგებას ინტრიგებზე და ერთ-ერთი იყო ის, რომ ვიცოდი მისმენდნენ და სპეციალურად ვსაუბრობდი - როგორი ბრიყვები არიან "ნაციონალები" ასეთი დიდი გრანდიოზული აქციები რომ დაეწყოთ, სააკაშვილი ამ შედეგს არ მიიღებდა-მეთქი და ჭამა ეს სააკაშვილმა და დაიწყეს თბილისში მომზადება. 80 000 კაცი მთელი დღე აგროვეს და ვერაფრით სტადიონი ვერ გაავსეს. 11 საათზე დანიშნული მიტინგი გადადეს ხუთჯერ. რეგიონებიდან ავტობუსებით ჩამოყვანილი ხალხი კი დაიღალა - იმათ ცალკე ვერ აჩერებდნენ. რამდენიმე დღის შემდეგ ჩვენც გვქონდა თბილისში მიტინგი - ამდენი ხალხი ერთად თბილისში არავის არ უნახავს. მე ვფიქრობ, რომ მაშინ 700 000 ადამიანი იყო", - განაცხადა ივანიშვილმა.
მისი თქმით, 2012 წელს კოალიციის გამარჯვების შემდეგ, "ნაციონალურ მოძრაობას" 6 თვეში უნდოდა გადატრიალების მოწყობა.
არქივიდან