, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საზოგადოების კონსოლიდაციისკენ, ურთიერთ-მტრობის და პოლარიზაციის შემცირებისკენ ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. მნიშვნელოვანია ამ პროცესში ყველა იმ ადამიანის ჩართვაც, რომელთაც ინსტიტუციურად ნეიტრალური და ობიექტური როლის შესრულება შეუძლია. ამ მიზნების მიღწევისთვის, უდიდესი როლის შესრულება შეუძლია ქვეყნის პრეზიდენტს. პრეზიდენტის ინსტიტუტი არ ექვემდებარე პარტიულ ინტერესებს და მისი პირდაპირი კონსტიტუციური მოვალეობაა ქვეყნის ერთიანობასა და ეროვნულ დამოუკიდებლობაზე ზრუნვა. ვფიქრობთ, რომ ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, მის წინამორბედთან (მეოთხე პრეზიდენტთან) ერთად, უნდა დაიწყოს აქტიური დიალოგი და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა საზოგადოების კონსოლიდაციის გზებზე, რა დროსაც დისკუსიის ერთ-ერთი ცენტრალური საკითხი მესამე პრეზიდენტის პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნა და შიმშილობა უნდა იყოს. მათ ასევე აქვთ შესაძლებლობა ამ პროცესში საზოგადოება ჩართონ და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ინიციატივებით გამოვიდნენ”, – ნათქვამია მანიფესტში.
მოქალაქეების აზრით, საქართველოში უკიდურესად პოლარიზებული პოლიტიკური ფონის განმუხტვა, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეუძლია.
აქედან გამომდინარე მოქალაქეები ყოფილ და მოქმედ პრეზიდენტებს მანიფესტით მიმართავენ.