"მიშა ჩემი ახლობელია და ძალიან მიყვარს, ძალიან ვნერვიულობ, უკვე 28-ე დღეა შიმშილობს და ეს არის ქვეყნის შეურაცხყოფა. მას რომ რამე მოუვიდეს, ღმერთმა დაიფაროს, საქართველოში დედა შვილს ვერ აიყვანს ხელში.
ყველაფერს აქვს ზღვარი და წითელი ხაზი, ესენი გადასულები არიან უკვე დიდი ხანია და ისეთი შეგრძნება გვაქვს ყველას, რომ მიშა სიკვდილისთვის გადადეს. მე მგონი, გონს უნდა მოეგონ. იმიტომ, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება, მიშას რამე მოუვიდეს, თუნდაც, ძილში და მერე უკვე, გვიან იქნება.
მე ვუსურვებ მიშას მხნეობას, რადგან ასე გადაწყვიტა, მაინც უნდა ეცადოს, არჩევნებამდე გაძლოს და მერე უკვე, ყველაფერი გამოჩნდება - სად არის თეთრი და სად არის შავი.
სამოქალაქო ჰოსპიტალში რომ არ გადაჰყავთ მიანიშნებს
იმაზე, რომ მისი სიკვდილი უნდათ.
შეურაცხყოფას გვაყენებენ ყველას. მოკლედ გეტყვით - მრცხვენია, რომ ქართველი ვარ.