ყველას ნახვა

სააკაშვილის სკანდალური განცხადება - "10 დღეში მივაღწევთ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას და ივანიშვილს ბეჭებზე დავდებთ"

სააკაშვილის სკანდალური განცხადება - "10 დღეში მივაღწევთ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას და ივანიშვილს ბეჭებზე დავდებთ"
12-ე სას­ჯეღსრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ად­ვო­კატ­მა დი­მიტ­რი სა­ძაგ­ლიშ­ვილ­მა ექ­სპრე­ზი­დენ­ტის წე­რი­ლი გა­აც­ნო.რო­გორც მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის წე­რილ­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, მათი გა­მარ­ჯვე­ბის რე­ცეპ­ტი მრა­ვალ­რი­ცხოვ­ნო­ბა­სა და და­უ­ღა­ლა­ო­ბა­შია.
"ჩვენ ახლა გვჭირ­დე­ბა ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ერ­თი­ა­ნო­ბა. თი­თო­ე­ულ მედ­გარ, გა­უ­ტე­ხელ ადა­მი­ანს დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა და ოქ­როს ფასი აქვს. ჩვე­ნი ძალა ახლა ერ­თო­ბა­შია" - აღ­ნიშ­ნუ­ლია წე­რილ­ში.

რო­გორც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი წერს, მისი ცი­ხი­დან დახ­სნის პი­რო­ბებ­ში, მაქ­სი­მუმ 10 დღე­ში, რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბის და­ნიშ­ვნას მი­აღ­წევს.
"ქარ­თველ­მა ხალ­ხმა ამ არ­ჩევ­ნებ­ში გა­ი­მარ­ჯვა უკ­ლებ­ლივ ყვე­ლა ქა­ლაქ­ში. ქარ­თვე­ლი ხალ­ხი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია და ივა­ნიშ­ვი­ლი და­მარ­ცხე­ბუ­ლი! [ქარ­თველ ხალ­ხს] მა­ნამ­დე ეუბ­ნე­ბოდ­ნენ რა აზრი აქვს მოს­ვლას, მა­ინც ვერ მო­ი­გებ­თო, მერე როცა მო­ი­გეს უბ­რა­ლოდ გა­ა­ბა­თი­ლეს მო­გე­ბა და ახლა არ­წმუ­ნე­ბენ, ახლა რა აზრი აქვს ქუ­ჩა­ში გა­მოს­ვლას, მა­ინც არა­ფე­რი გა­მო­ვაო. არა­და, ერ­თა­დერ­თი, ივა­ნიშ­ვილს და მის ბან­დას ეში­ნი­ათ სწო­რედ ჩვე­ნი მრა­ვალ­რი­ცხოვ­ნო­ბის და ჩვე­ნი მრა­ვალ­ჯერ ქუ­ჩა­ში გა­მოს­ვლის. არ არ­სე­ბობს მსოფ­ლი­ო­ში დიქ­ტა­ტო­რი, რო­მელ­საც ამის არ ეში­ნია და ეს დიქ­ტა­ტო­რი გან­სა­კუთ­რე­ბით სუს­ტია, იმი­ტომ, რომ ძი­რი­თა­დი ფული და­სავ­ლე­თის ბან­კებ­ში აქვს. და­სავ­ლეთ­მა აბ­სო­ლუ­ტუ­რად ზუს­ტად და­ა­ფიქ­სი­რა სა­არ­ჩევ­ნო დარ­ღვე­ვე­ბი და ახლა მით მე­ტად დაგ­ვი­ჭერს მხარს, რაც მეტ­ნი და მე­ტად გა­მო­ვალთ ქუ­ჩებ­ში. აკი, თქვა ეუ­თოს დამ­კვირ­ვებ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა, ჩვენ ყვე­ლა­ფე­რი ვთქვით და ახლა და­ნარ­ჩე­ნი ქარ­თველ ხალ­ხზე­აო.
ახლა აუ­ცილ­ბე­ლად შე­მოგ­ვე­სე­ვი­ან სხვა­დას­ხვა ექ­სპერ­ტე­ბი და პო­ლი­ტი­კა­ნე­ბი ერთი ლო­ზუნ­გით, რომ ქუ­ჩა­ში შემ­დგომ ბრძო­ლას აზრი არ აქვს, მა­ინც არა­ფე­რი გა­მო­ვა. ჯერ ერთი, გა­რეთ არი­ან მა­გა­რი, უკვე ბრძო­ლა­ში გა­მობ­რძმე­დი­ლი ლი­დე­რე­ბი, რო­გო­რიც გან­სა­კუთ­რე­ბით, ნიკა მე­ლი­აა, ასე­ვე რამ­დე­ნი­მე გა­ბე­დუ­ლი ლი­დე­რი, რე­გი­ო­ნუ­ლი ლი­დე­რე­ბი და სხვა­დას­ხვა პარ­ტი­ე­ბის, მათ შო­რის, ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბა ძა­ლი­ან გო­ნი­ე­რი და ბრძო­ლი­სუ­ნა­რი­ა­ნი ლი­დე­რე­ბი. ასე­ვე, ჩემი ცი­ხი­დან დახ­სნის პი­რო­ბებ­ში გაძ­ლევთ სი­ტყვას, მაქ­სი­მუმ 10 დღე­ში მი­ვაღ­წევთ რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბის და­ნიშ­ვნას და დავ­დებთ ივა­ნიშ­ვილს ბე­ჭებ­ზე. ჩვენ ახლა გვჭირ­დე­ბა ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ერ­თი­ა­ნო­ბა. თი­თო­ე­ულ მედ­გარ, გა­უ­ტე­ხელ ადა­მი­ანს დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა და ოქ­როს ფასი აქვს. ჩვე­ნი ძალა ახლა ერ­თო­ბა­შია და გა­მარ­ჯვე­ბის რე­ცეპ­ტი მრა­ვალ­რი­ცხოვ­ნო­ბა­სა და და­უ­ღა­ლა­ო­ბა­შია“, - ნათ­ქვა­მია მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის წე­რილ­ში.
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას მიანიჭებდით უპირატესობას ?
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
სასწრაფოდ: ამ წუთებში ვრცელდება კადრები ავტომობილების კოლონა თბილისისკენ მოემართება (იხ.ვიდეო)
სალომე ზურაბიშვილის შოკისმომგვრელი განცახდება ვრცელდება ამ წუთებში
სასწრაფოდ! სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტულება სააკაშვილის შეწყალებაზე და ევროპარლამენტარების მიღებული რეზოლუცია...
სასწრაფოდ: ელისო კილაძე ამ წუთებში შოკისმომგვრელ ფოტოს აქვეყნებს "იხ.ფოტო"
სასწრაფოდ! ახლახან ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, მაკა ჩიჩუას დარღვეული დუმილი რა სკანდალურ განცხადებას აკეთებს ის?
რეკლამა საიტზე
კორონავირუსი
ხალხური მედიცინა
სასწრაფოდ: ამ წუთებში ვრცელდება კადრები ავტომობილების კოლონა თბილისისკენ მოემართება (იხ.ვიდეო)
სალომე ზურაბიშვილის შოკისმომგვრელი განცახდება ვრცელდება ამ წუთებში
სასწრაფოდ! სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტულება სააკაშვილის შეწყალებაზე და ევროპარლამენტარების მიღებული რეზოლუცია...
სასწრაფოდ: ელისო კილაძე ამ წუთებში შოკისმომგვრელ ფოტოს აქვეყნებს "იხ.ფოტო"
სასწრაფოდ! ახლახან ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, მაკა ჩიჩუას დარღვეული დუმილი რა სკანდალურ განცხადებას აკეთებს ის?
რეკლამა საიტზე