სულ ოპტიმისტურად გამოვდივარ ხოლმე, ვცდილობ, იმაზე უკეთ გამოვიყვანო მდგომარეობა, ვიდრე არის, მაგრამ დღეს, მისი ფიზიკური მდგომარეობა… მაშინ, როცა უკვე მითხრა – გეხვეწები, საჯაროდ მადლობა უთხარი იმ გოგოსო… – ვინ გოგოს მეთქი? – აი, ძაან მაგარი გოგო როა, პარლამენტში რომ შიმშილობა დაიწყოო. – ლაკას მეთქი? – ჰო, წარმოგიდგენია, უკვე ვერ ვიხსენებ სახელებსო.
ბიძინა ივანიშვილს ვეუბნები პირადად, ჩვენ მიშას არ დავკარგავთ არც ერთ შემთხვევაში…”