მესიჯია, რა მაგალითია? ააყენეთ ფეხზე მათ, ვისიც სჯერა და პასუხისმგებლობა აგრძნობინეთ არა საკუთარი თავის, არამედ ქვეყნის მიმართ. ერთი პრეზიდენტი მოკლეს, მეორეს ტერაქტები უწყვეს, პრემიერი მოკვდა... სიკვდილის ეს ფორმა გვაკლდა მრავალფეროვანი ტრავმირებისთვის და ესეც გვერგო. ასეთიც არაფერი დაგვიშავებია, რაც ტერორია ჩვენ თავს განუწყვეტელი. უკიდურესად არაჯანსაღია ეს,
რაც ახლა ხდება. გადაიყვანეთ საავადმყოფოში. გამოვიდეს ჯანდაცვის მინისტრი და გარანტირებულად განაცხადოს, რომ კონტროლზეა ჯანმრთელობის მდგომარეობა. ჩვენი გაჭირვება გვეყოფა, 10 000 ადამიანზე მეტი მხოლოდ კოვიდით გარდაიცვალა ბოლო პერიოდში, ისედაც შავი ღრუბლების ქვეშ ვცხოვრობთ ყველა ამდენი ხანია. სასიცოცხლო შემოგვთავაზეთ რამე, რომელიმე მხარემ, წარმოუდგენელია ეს ყველაფერი", - წერს ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში.