ყველას ნახვა

სასწრაფოდ! ეს ყველამ უნდა იცოდეს უდიდესი სკანდალი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით - "იარაღი შენახულია, როგორც კი საქმე სამოქალაქო ომამდე მივა"

სასწრაფოდ! ეს ყველამ უნდა იცოდეს უდიდესი სკანდალი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით - "იარაღი შენახულია, როგორც კი საქმე სამოქალაქო ომამდე მივა"
– მივა მაქამდე საქმე?
– აუცილებლად მივა. ახლა როგორ მიგაჩნია, სულელები არიან „ნაცები“? ყველაფერს გააკეთებენ, დამიჯერე. სად წავიდა ის იარაღი, რომელიც თითქოსდა რუსეთს ჩააბარეს 2008 წლის ომის დროს? კი, ნაწილი დაკარგეს, ჩააბარეს რუსეთს, მაგრამ ამ ქაოსში საკმაოდ სოლიდური შეიარაღება შეინახეს, მიწაში აქვთ შენახული, რომლის გამოყენებასაც დღეს აპირებენ, როცა  საქმე სამოქალაქო ომამდე მივა.
ფორმალურად, ეს იარაღი და საბრძოლო ქონება ომში დაკარგულად ითვლება, მაგრამ რეალურად ინახავენ მიწაში. სერიოზული სამხედრო შეიარაღებაა. მსხვილკალიბრიანი, ხელყუმბარები, ასაფეთქებელი საშუალებები, შაშხანები, სხვა და სხვა სახის ქვეითსაწინააღმდეგო იარაღი. მათ შორის, იარაღი ფორტიფიკაციური ნაგებობების გასანადგურებლად, საინჟინრო დანიშნულების იარაღი – ასაფეთქებელი მოწყობილობები. ესენი არსად წასულა, შენახულია ყველაფერი. თუ ვინმე ფიქრობს, რომ შეიარაღებული დაპირისპირების შემთხვევაში „ნაცები“ მზად არ იქნებიან ამუნიციით, ძალიან სცდებიან.
– იმის შანსი რამდენად არის, რომ მანამდე არ მივიდეს საქმე? ჭკუა არ ეყოფა ხელისუფლებას? 
– არა, არ ეყოფათ ჭკუა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს ვუსმენ და ბაგა–ბაღის ბავშვი უფრო გონებამახვილი, უფრო წინდახედულია, ვიდრე ღარიბაშვილი.  სააკაშვილი გულზე არ მეხატება, მაგრამ მასაც აქვს სამართლიანი სასამართლოს უფლება, პატიმრის უფლებები. არსებობს საერთაშორისო კანონები და კონვენციები, რომელთაც ვერ გავექცევით. თუ სააკაშვილია ისეთი, როგორიც არის, ჩვენ ვერ გავხდებით მისნაირები. ამაშია ადამიანების ჰუმანური განსხვავებები. ამას უნდა ძალიან სერიოზული ფიქრი და გააზრება.
რაც ღარიბაშვილის ხელისუფლებამ გააკეთა, თუნდაც პირადი ტელეფონიდან ვიდეო რომ გამოუქვეყნეს სააკაშვილს, სადაც ამბობს, რომ ვითომ გაიტაცეს, ეს ნორმალური საქციელი იყო? სააკაშვილის ტელეფონი გადაგზავნილია ოფიციალურ ექსპერტიზაზე, ჯერ, სასამართლო განჩინებით, პროკურატურას იმ ტელეფონიდან ინფორმაციის ამოღება არ მოუხდენია და როგორ მოხვდა ეს ვიდეო ტელეკომპანია „იმედში“? უკანონოდ, არა? ჰოდა, სააკაშვილის რეჟიმი რასაც  აკეთებდა, იმავეს რატომ აკეთებ? უკანონობის ჩამდენს უკანონობით რატომ ებრძვი, როცა დამპირდი, რომ სააკაშვილის უკანონო რეჟიმს არჩევნებით რომ დაასრულებდი, სამართლებრივი სახელმწიფო უნდა აგეშენებინა? აქ არ არის ბრძოლა სახელმწიფოსა და კრიმინალს შორის, აქ არის ბრძოლა ორ კრიმინალურ დაჯგუფებას შორის, თავისთავად, მათ ხელთ არსებული კრიმინალური მეთოდებითა და საშუალებებით.
– დათო, ეროვნული ძალები სად არიან, რომ არ ჩანან?
– საქართველოში ეროვნული ძალები არ არსებობენ. საქართველოში არსებობენ ფსევდო–რაინდები, რომლებიც მაშინ, როდესაც ერს უჭირს, წვებიან საავადმყოფოებში, იდგამენ კათეტერებს და იქიდან ვიდეო–ლაივებს წერენ.
ამ დონეზეა ე.წ. ეროვნული ჯგუფები. ასევე მინდა, განცხადება გავაკეთო. ხელისუფლება ცდილობს კონსერვატიული ელემენტების გულის მოგებას. უკვე იმ ხალხის გვერდზე აპირებს ლგბტ ჯგუფის წარმომადგენელი, თაბაგარი ჩასვას ციხეში,  რომელსაც პოლიციელის შეურაცხყოფას ედავებიან და დაიჭირეს. ამას იმიტომ კი არ აკეთებს, რომ  ის ან ლგბტ–ებს ებრძვის, ან პოლიციელების შურაცხმყოფელებს. არა, ამას იმიტომ აკეთებს, რომ ხალხის გული მოიგოს. 17 მაისს რომ დაიჭირა ეროვნული იდეის ერთგული ხალხი და დღემდე ციხეშია არიან, თაბაგარის დაჭერით ერთგვარად უნდა ეს დააბალანსონ…
წყარო
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას მიანიჭებდით უპირატესობას ?
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
სალომე ზურაბიშვილის შოკისმომგვრელი განცახდება ვრცელდება ამ წუთებში
სასწრაფოდ! სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტულება სააკაშვილის შეწყალებაზე და ევროპარლამენტარების მიღებული რეზოლუცია...
სასწრაფოდ: ელისო კილაძე ამ წუთებში შოკისმომგვრელ ფოტოს აქვეყნებს "იხ.ფოტო"
სასწრაფოდ! ახლახან ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, მაკა ჩიჩუას დარღვეული დუმილი რა სკანდალურ განცხადებას აკეთებს ის?
სამწუხაროდ დაიწყო დაიწყო კვდომა. ახლა სასწაულის მოლოდინში ვართ მხოლოდ...
რეკლამა საიტზე
კორონავირუსი
ხალხური მედიცინა
სალომე ზურაბიშვილის შოკისმომგვრელი განცახდება ვრცელდება ამ წუთებში
სასწრაფოდ! სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტულება სააკაშვილის შეწყალებაზე და ევროპარლამენტარების მიღებული რეზოლუცია...
სასწრაფოდ: ელისო კილაძე ამ წუთებში შოკისმომგვრელ ფოტოს აქვეყნებს "იხ.ფოტო"
სასწრაფოდ! ახლახან ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, მაკა ჩიჩუას დარღვეული დუმილი რა სკანდალურ განცხადებას აკეთებს ის?
სამწუხაროდ დაიწყო დაიწყო კვდომა. ახლა სასწაულის მოლოდინში ვართ მხოლოდ...
რეკლამა საიტზე