მათ ეს იციან ძალიან კარგად, მათ ეს ისწავლეს საზღვარგარეთ. მაგალითად, ჩემი ქალიშვილი თამარ პატარაია, შვიდი წელი მოღვაწეობდა ბრიტანეთში. კოლეჯიც იქ დაამთავრა და უნივერსიტეტიც. უმაღლესი დონის განათლება მიიღო. მაგრამ არიან პოლიტიკოსები (არ მინდა ახლა ერთი ქალბატონის გვარი დავასახელო), რომლებიც ებრძვიან ისეთ ბავშვებს, როგორიც ჩემი თამარია.მაინც წაგებული ხართ, ქალბატონო! თქვენს სახეს საერთოდ ვერ ვხედავ მომავალში. იმიტომ რომ ქართული პოლიტიკის სირცხვილი ხართ, თქვენი პოლიტიკაში ყოფნა გამართლებული არ არის და ვერც იქნებით, რაც უნდა გააკეთოთ.ჩემს საქართველოში ყველაფერი დამშვიდდება და დაწყნარდება, მაგრამ დღეს ხალხი ძალიან არის გაღიზიანებული — ცალკე იმით, რომ მშიერია, და ცალკე დაწესებული პანდემიური შეზღუდვებით.
პირბადის გამო რომ ქუჩაში მიმავალ ადამიანს აჩერებთ და აჯარიმებთ, ფრთხილად იყავით!
ეს ძალიან უარყოფით განწყობას იწვევს და ვხედავ, ეს ყველაფერი მუშტი–კრივში გადაიზრდება და პატრულისა თუ პოლიციის ზემოქმედება როლს ვერ ითამაშებს.
ხალხს ისე გადაეკეტება გონება, როცა არ იციან, რას სჩადიან.
და ეს უკვე რევოლუციაა!