"გელა ჩარკვიანი, ჩვენი ოჯახის საამაყო მეგობარი, სამაგალითო ადამიანი, უნიჭიერესი დიპლომატი, მწერალი, მუსიკოს-კომპოზიტორი და უნიკალური მასწავლებელი, ჩვენთან აღარ არის.... ის სხვა სამყაროში, სხვა განზომილებაში გადავიდა სადაც მისი ერთგული მეუღლე ნანა და მისი შვილი ირაკლი დიდი სიყვარულით შეხვდებიან...", - წერს სანდრა რულოვსი "ფეისბუკში".
ქართველი დიპლომატი, პუბლიცისტი, მწერალი, პედაგოგი და ტელეწამყვანი გელა ჩარკვიანი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.