უკრაინაში საქართველოს ელჩი გიორგი ზაქარეიშვილი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდა. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ელჩმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნიკოლაი ტოჩიცკისთან მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ისაუბრა. „საქართველოს ელჩმა დეტალურად წარმოადგინა ინფორმაცია მისი გლდანის დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ. ნიკოლაი ტოჩიცკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საზღვარგარეთ უკრაინის მოქალაქეთა უფლებებისა და ინტერესების დაცვა წარმოადგენს უკრაინის სახელმწიფოსთვის პრიორიტეტს“ , - აცხადებენ უწყებაში. მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს გუშინდელ ნოტასთან დაკავშირებითაც, რომელიც საქართველოს საგარეო უწყებას გადაეცა და იმედი გამოთქვა, რომ ქართული მხარე მას დადებითად განიხილავს.