რა მოიგოო, იკითხავთ?
საქმე ისაა, რომ როგორ დადო ივანიშვილმა ფული ყველა რიცხვზე ამას არავინ აქცევს ყურადღებას, მაგრამ მოგებული რომ გამოაცხადეს, ყველამ მას შეხედა, არავინ დაკვირვებია, რომ 32 ათასი წააგო, მაგრამ ყველამ დაინახა მისი მოგებული 2500 – აი, ამ ტიპის მოთამაშეა.
ზუსტად ამ პრინციპით ითამაშა ქართულ პოლიტიკაში. მისი თამაში და გარანტიები დასრულდა.
იმ შემთხვევაშიც კი, მთელი ქონება რომ გადაიხადოს, მას გარანტიას მაინც აღარ მისცემს დასავლეთი და ამერიკა, ერთადერთი, რასაც ფულის სანაცვლოდ გაუკეთებენ, ეტყვიან, წადი, რაც გინდა ის გიქნია, ჩვენ აღარ გვახსენოო. ასე რომ, ჩვენთვის, ქვეყნისთვის, სჯობს ამ ეტაპზე, როგორღაც იქნეს ქვეყანაში ნაპოვნი ძალები და შეიქმნას კოალიციური მთავრობა, რადგან, ჩვენ ახლა არ ვართ იმ მდგომარეობაში, რომ ჩვენი, როგორც ქვეყნის მიტოვება შეიძლებოდეს“, – გვიყვება კულუარულად ყოფილი ძალოვანი