მისი თქმით, შვილის საკითხზე, მიხეილ სააკაშვილის მამას მიაკითხა ბალნეოლოგიოურ კურორტზე, რომელსაც ის ხელმძღვანელობდა, თუმცა შეხვედრის ნაცვლად, პოლიცია გამოიძახეს და მისივე თქმით, სცემეს.
“თანამედროვე შიმშილობის ასეთი ფორმა თუ არსებობდა, წარმოდგენა არ მქონდა. თუ სააკაშვილის მამისთვის მიუღებელია მისი შვილის პატიმრობა, მე, როდესაც მას ბალნეოლოგიურ კურორტზე მივაკითხე და იმ წუთში გაჩნდა გლდანის საპატრულო პოლიცია, მომკლეს ცემაში, აი, ასე გამიმასპინძლდა სააკაშვილის მამა და რას მოითხოვს ეს კაცი, რომ მე ამაზე გავჩუმდები? არასდროს არ გავჩუმდები და ყოველთვის ვამხელ, არ დავიხევ უკან არავითარ შემთხვევაში”- განაცხადა მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ “აჭარის ტელევიზიის” გადაცემა “თავისუფალ სივრცეში” ჩართვისას.