ყველას ნახვა

უდიდესი სკანდალი, შოკისმომგვრელი ინფორმაცია ეს ყველამ უნდა იცოდეს მიხეილ სააკაშვილის საქმის დეტალებზე...

უდიდესი სკანდალი, შოკისმომგვრელი ინფორმაცია ეს ყველამ უნდა იცოდეს მიხეილ სააკაშვილის საქმის დეტალებზე...
- იმედი მაქვს, რომ არ დავემსგავსებით, მაგრამ ის, რომ პატიმართან არ უშვებენ უფლებადამცველებს, ევროპარლამენტარებს და მით უფრო, ექიმებს, ამის საშიშროებას ნამდვილად ქმნის.- შესაბამისი უწყებები და პენიტენციური სამსახური იუწყებიან, რომ გლდანის მე-18 დაწესებულება აღჭურვილია ყველა საჭირო აპარატურით, თუმცა პრეზიდენტთან მაინც არავის უშვებენ. ეს ხომ არ ბადებს ეჭვს, რომ ხელისუფლება რამეს მალავს?
- რა თქმა უნდა. რომ იყოს სათანადო პირობები და საჭირო სტრუქტურა, ხელისუფლების ინტერესი შეიცვლებოდა და მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად სახალხო დამცველსაც და, მათ შორის, ევროპარლამენტარებსაც შეუშვებდნენ. ასევე, ცნობილია სახალხო დამცველის განცხადება, რომელმაც პატიმარი მოინახულა და თქვა, რომ გლდანის მე-18 დაწესებულება არ არის აღჭურვილი შესაბამისი სამედიცინო სტრუქტურებით.  აქვე, პრობლემაა ისიც, რომ  გლდანის მე-10 და მე-18 დაწესებულება ერთ სივრცეში მდებარეობს.
- სახალხო დამცველს მონახულებაზე უარი იმ მიზეზით უთხრეს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა და ეპიდსიტუაცია სიფრთხილეს მოითხოვდა. ეს რამდენად დამაჯერებელი მიზეზია?
- რა თქმა უნდა, თუ ვირუსის გავრცელების საშიშროებაა, ეს ლოგიკური მიზეზია, მაგრამ ამავდროულად, ცალკე პრობლემაც არის. მით უფრო, მაშინ, როცა ციხეში არ არის დაცული სათანადო წესები., თუმცა აქ მთავარია ხელისუფლებამ აჩვენოს, რომ თანახმაა გამჭვირვალობაზე და არ დატოვოს კითხვები.
- როცა უცხოელ ომბუდსმენს ასე ექცევიან და არ აძლევენ უფლებას, ნახო პატიმარი, ეს ჩვენს საერთაშორისო ურთიერთობებს ხომ არ აზიანებს?
- რა თქმა უნდა. ეს უკვე სკანდალია. აქ  საუბარი უცხო ქვეყნის მოქალაქეზეა და უკრაინა არ არის ისეთი სახელმწიფო, რომელიც გაჩუმდება. მაშინ, როცა სახალხო დამცველს შეუძლია ყველა ასეთ დაწესებულებაზე მოქმედება და აქვს უფლება, გაეცნოს პატიმრის უფლებებს, სააკაშვილი გამონაკლისი რატომ არის?
- სასამართლო პროცესებზე რას ფიქრობთ? რეალურია მიზეზი რა უნდა იყოს, რის გამოც პენიტენციური სამსახური პატიმარს საკუთარ საპროცესო სხდომაზე დასწრების უფლებას არ აძლევს?
- ეს მიუღებელია. საინტერესო კი ის არის, რომ პირველ სასამართლო პროცესზე არა უშალოდ პროცესზე დასწრების, არამედ, დისტანციურად დასწრების უფლებაც კი არ შეუთავაზებიათ პატიმრისთვის. ამაზე საუბარი მხოლოდ ახლა დაიწყეს. ნებისმიერ პატიმარს აქვს უფლება, რომ სასამართლო პროცესში პირადად მონაწილეობდეს.  ჩვენს ქვეყანაში ასე არ ხდება და სახეზეა, რომ ჩვენ არ გვაქვს  სამართლიანი მართლმსაჯულება. ამით ირღვევა ევროპული კონვენცია, სადაც ნათქვამია, რომ სახელმწიფო ვალდებულია სასამართლო დარბაზში მიიყვანოს პატიმარი.  იმ შემთხვევაში, თუ პატიმარი სასამართლო პროცესზე დასწრების წინააღმდეგია, ამასაც უნდა ჰქონდეს შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს წარმოდგენილი სასამართლოში.
- მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანისა და გათავისუფლების მოთხოვნით ენმ-ს ათი დეპუტატი, „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია და რამდენიმე ექიმი შიმშილობს. ამაზე რას ფიქრობთ,  პროტესტის ეს ფორმა მისაღებია?
- არ ვიცი, რამდენად მიღებულია პროტესტის ეს ფორმა, თუმცა ზუსტად ვიცი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მოშიმშილისა და ასევე, პატიმრის უფლებები დაცული იყოს. თუ მანამდე გადაჰყავდათ პატიმრები სამოქალაქო კლინიკებში და ეს ჩვეულებრივი პრაქტიკა იყო, მხოლოდ სააკაშვილი გამონაკლისი რატომ არის?  ეს უკვე აშკარა დისკრიმინაციაა და ხაზს უსვამს, რომ მიხეილ სააკაშვილის საკითხი არის სრულად პოლიტიზებული და არა - მართლმსაჯულებას მინდობილი.
- თქვენი აზრით, მიხეილ სააკაშვილი, როგორც  პატიმრის უფლებები დარღვეულია?
- დიახ, დარღვეულია. ის ფაქტი, რომ მიხეილ სააკაშვილს დანაშაული აქვს, ეს ცალკე საკითხია და ამის გამო უნდა გასამართლდეს კიდეც, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი წესი. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, სასამართლოს ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს გამჭვირვალე, რადგან საქმეში კითხვები არ დარჩეს. სამწუხაროდ, ასე არ ხდება. პრემიერმა ღარიბაშვილმა ისიც კი თქვა, რომ თუ სააკაშვილი ჭკვიანად არ იქნებოდა, მას სასჯელს დაუმატებდნენ.  ამ განცხადებიდან მიხეილ სააკაშვილის მიმართ განაჩენი არის სრულიად პოლიტიზებული და მასთან კავშირი არ აქვს სამართლიან მართლმსაჯულებას, თუნდაც რამდენიმე პირი, რომელიც სააკაშვილთან ერთად დააკავეს და ბრალდებულთან არიან დანაშაულის დაფარვაში.
- საზღვრის უკანონოდ კვეთაში ბრალდებულებს გულისხმობთ?
- დიახ. მისჯილ დანაშაულზე პროკურატურამ მათ ბრალი წაუყენა.
- კი, მაგრამ საზღვრის უკანონო გადმოკვეთა ხომ დანაშაულია?
- კი ბატონო, დანაშაულია , მაგრამ ამაზე არ ვსაუბრობ, წინა ბრალდებებზე მაქვს საუბარი. მიხეილ სააკაშვილს უკვე მისჯილი ჰქონდა, როცა პროკურატურამ დანაშაულის დაფარვაში დაადანაშაულა მამა-შვილი ცომაია.
- პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ კადრებზე, სადაც მიხეილ სააკაშვილის რუსთავის ციხიდან გლდანის მე-18 დაწესებულებაში შესახლებაა ასახული, რას ფიქრობთ?
- უპირველესად, პატიმრის თანხმობის გარეშე სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა  დანაშაული. გამონაკლისი შეიძლება იყოს მდგომარეობა, როცა პატიმარი არ არის გონზე და დგება ლეტალური შედეგი. მიხეილ სააკაშვილი ასე არ ყოფილა და შესაბამისად აქაც დაირღვა მისი, როგორც პატიმრის უფლებები.  ასევე, მნიშვნელოვანია ის, რომ დარღვეული იყო მიხეილ სააკაშვილის, როგორც პაციენტის უფლება. პენიტენციურმა დაწესებულებამ ისე გაავრცელა ვიდეო, სადაც მისი ჯანმრთელობა იყო გამოხატული, რომ პატიმარს ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონია.
წყარო
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას მიანიჭებდით უპირატესობას ?
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
სალომე ზურაბიშვილის შოკისმომგვრელი განცახდება ვრცელდება ამ წუთებში
სასწრაფოდ! სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტულება სააკაშვილის შეწყალებაზე და ევროპარლამენტარების მიღებული რეზოლუცია...
სასწრაფოდ: ელისო კილაძე ამ წუთებში შოკისმომგვრელ ფოტოს აქვეყნებს "იხ.ფოტო"
სასწრაფოდ! ახლახან ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, მაკა ჩიჩუას დარღვეული დუმილი რა სკანდალურ განცხადებას აკეთებს ის?
სამწუხაროდ დაიწყო დაიწყო კვდომა. ახლა სასწაულის მოლოდინში ვართ მხოლოდ...
რეკლამა საიტზე
კორონავირუსი
ხალხური მედიცინა
სალომე ზურაბიშვილის შოკისმომგვრელი განცახდება ვრცელდება ამ წუთებში
სასწრაფოდ! სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტულება სააკაშვილის შეწყალებაზე და ევროპარლამენტარების მიღებული რეზოლუცია...
სასწრაფოდ: ელისო კილაძე ამ წუთებში შოკისმომგვრელ ფოტოს აქვეყნებს "იხ.ფოტო"
სასწრაფოდ! ახლახან ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, მაკა ჩიჩუას დარღვეული დუმილი რა სკანდალურ განცხადებას აკეთებს ის?
სამწუხაროდ დაიწყო დაიწყო კვდომა. ახლა სასწაულის მოლოდინში ვართ მხოლოდ...
რეკლამა საიტზე