- გაანებივრებენ და ეგ უკვე მთავრობის მინუსი იქნება, ავტორიტეტი აღარ ექნება ჩემს თვალში. თუ ასე არ გააკეთებენ, მაშინ "ლაფათქაზე" დასვამენ და ყველას გაყრიან. მიიღონ ისეთი ზომები, რომ პატიმარმა მიშამ ან სხვამ არ იჩივლოს აუტანელი პირობების გამო. სულხან მოლაშვილზე არ ამბობდნენ, აუტანელ პირობებშიაო, მათიას იორშს გული წაუვიდა, სულხანი რომ ნახა საკანში და ამას თუ გააძღებენ, არ ვიცი.
- რას იტყვით, თქვენთვის აღდგა სამართლიანობა?
- ჯერ შევხედავ, როგორ გაატარებს სააკაშვილი ციხეში დროს და მერე გეტყვით, აღდგა თუ არა სამართლიანობა. ჩემი მუდმივი ოცნება იყო, ჩემს შვილთან რომ წავიდოდი, მეხარებინა, სამართალი აღდგა-მეთქი. ეს მე მინდა და ჩემნაირ ხალხს, ყველას კი არა. ესენი სამართლიანობის აღსრულების პირობით მოვიდნენ ხელისუფლებაში და რომ ვუყურებ, სამართლიანობა კი არა, მერე და მერე ბევრი დააწინაურეს "ნაციონალებიდან", ისინი დღემდე თანამდებობებზე არიან. ახლა იმაზე მწყდება გული, აქცია რომ გამართეს და "პოლიტპატიმარ" სააკაშვილს თანაგრძნობას უცხადებენ. ნეტავ მაგათ ტვინში ჩამახედა. კაცმა ამდენი დანაშაული ჩაიდინა და პოლიტპატიმარი ჰქვია? სულხანიც პოლიტპატიმარი იყო და მიშაც? ხალხმა მეხსიერება და აზროვნების უნარი დაკარგა თუ მოთაფლეს? ნებისმიერმა პიროვნებამ, ვინც სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა, პასუხი უნდა აგოს. მარტო მე ხომ არ ვარ, "ნაციონალების" რეჟიმმა რამდენი ოჯახი გაამწარა, რამდენი დახოცა, ბიზნესების დათრევას რომ თავი დავანებოთ. მიკვირს, ასეთი მოკლე მეხსიერება აქვს ხალხს?!
მიშა როგორც კი წაეთრა, საქართველოს პასპორტი გადააგდო და უკრაინის მოქალაქეობა მიიღო. ახლა ჩამოდის აქ და კიდევ გვებლატავება, ღიმილით შედის ციხეში და ამით ყველას მასხარად იგდებს. ნუ აწამებენ, ეს ღიმილი მოუსპონ სახიდან...წაიკითხეთ სრულად