(video) ინტერვიუ პირველად ქვეყნდება" - რას ამბობდა ედუარდ შევარდნაძე მიხეილ სააკაშვილის შესახებ "ვარდების რევოლუციიდან" ერთი წლის შემდეგ
ჟურნალისტი თომა ჩაგელიშვილი "იუთუბ" არხზე არქივიდან საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, ედუარდ შევარდნაძესთან ინტერვიუს აქვეყნებს, სადაც ის მიხეილ სააკაშვილისა და "ვარდების რევოლუციის" შესახებ საუბრობს. ეს ინტერვიუ პრეზიდენტ შევარდნაძესთან ვარდების რევოლუციიდან ზუსტად ერთი წლის შემდეგ ჩავწერე. მინდოდა მომესმინა რას ფიქრობს ერთი პრეზიდენტი მეორეზე, შემდეგ კი ფილმად მექცია. ფილმი ვერ გადავიღე, თუმცა ინტერვიუ შემოვინახე და ახლა გიზიარებთ.