ყველას ნახვა

სასწრაფოდ! მთელი ქვეყანა შოკშია რა ინფორმაცია ხდება ცნობილი ამ წუთებში სრულიას მოულოდნელი ინფორმაცია

სასწრაფოდ!  მთელი ქვეყანა შოკშია რა ინფორმაცია ხდება ცნობილი ამ წუთებში სრულიას მოულოდნელი ინფორმაცია
ის რომ, შარშანდელი ჟანგი ვიპოვეთ ბიძინას სასახლის კედელზე, არაფერს ცვლის, ბიძინა ისედაც წავა და ასედაც, საკითხავია როგორ წავა? მშვიდობიანად, თუ ბოლომდე არევს სიტუაციას და მერე ხელს კობახიძეს შეაწმენდს? სხვათა შორის, პირველად ვყვები ამას და 2012 წლის დეკემბერში საქართველოდან წავიდა კარგი ამერიკული ორგანიაცია – „კრიზისების მართვის ცენტრი“, რომელსაც სოროსი აფინანსებდა და რომელმაც ძალიან ბევრი კარგი საქმე გააკეთა საქართველოში. 2012 წლის დეკემბრის ბოლოს, ეს ცენტრი საქართველოდან წავიდა. სანამ წავიდოდა, სოროსი ჩამოვიდა საქართველოში და იკითხა (მიშასთან და ბიძინასთან, ცხადია), მართლა უშვებთ ქვეყნიდანო? კიო, უთხრეს. აი, მაშინ დაიწყო ალაგება საქართველოდან ამერიკამ. სხვათა შორის, ეს ის კრიზისული ცენტრი იყო, რომელმაც ურჩია 2009 წელს სააკაშვილს, რომ უნდა წასულიყო ხელისუფლებიდან და თუ მაშინ წავიდოდა, ოთხ წელიწადში ისევ მისი იქნებოდა ხელისუფლება, მაგრამ არ გაითვალისწინა მიშამ მაშინ ეს რჩევა და ალბათ, დღემდე ნანობს.მოკლედ, რატომ ალაგდა მაშინ ამერიკა საქართველოდან? მაშინ, 2012 წელს, ივანიშვილმა ამერიკასთან დადო პირობა, რომ თავად დაიწყებდა უშულო მოლაპარეკებს რუსეთთან, ამერიკა იმ წლებში აკეთებდა განცხადებებს, თუ გახსოვთ და ბევრი ე.წ. ექსპერტი იშველიებდა ამერიკელების ფრაზებს – თქვენ, ქართველებმა თავად უნდა ილაპარაკოთ რუსეთთანო, იმიტომ რომ მათ არწმუნებდა ივანიშვილი, რომ იგი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის თაობაზე და არამხოლოდ, რუსეთთან თავად ილაპარაკებდა. ამერიკას აწყობდა, ამ საკითხებში რუსეთ-საქართველოს დალაგება. მაგრამ ამერიკელები მოატყუა ბიძინამ, რომელსაც, სინამდვილეში მხოლოდ ერთი მიზანი ჰქონდა, მის ქონებას, რომელიც რუსეთში ჰქონდა საფრთხე არ დამუქრებოდა და არც დაემუქრა, ყველაფერი შენარჩუნდა. ამერიკა გავიდა და ბიძინამ სიტყვა არ შეასრულა – ეს იყო ბლეფი, რომლის გათამაშებაც კარგა ხანს მოახერხა ივანიშვილმა რუს პარტნიორებთან ერთად.
სწორედ ამიტომ იყო, არგაღიზიანების პოლიტიკაც, რადგანაც, ოფიციალურ მოხსენებებში არავის უნდა ენახა თავდასხმები, კიდევ, დამატებით გათხრილი მავთულხლართები, ადამიანებების გატაცებები და ა.შ. ამის შემდეგ მოავლინა საქართველოში ამერიკამ სამხედრო საქმეების გამოცდილების მქონე ელჩი, რომელიც არაერთხელ ჩავიდა ე.წ. ოკუპაციურ საზღვრისპირა სოფლებში, დახმარებებიც კი გაუწია მათ, პროექტები დააფინანსა და თავისი თვალით ნახა, რომ არაფერი შეცვლილა, უბრალოდ, ფურცელზე მცირდება გატაცებულთა რიცხვი. „გავრილოვის ღამე“ და „პოზნერის დღე“ იმის ნათელი დადასტურება იყო, რომ არანაირი მოლაპარაკებები არ დაწყებულა, მოლაპარაკებები მხოლოდ პირადი ინტერესების დონეზეა, ამას უკვე ბრმაც კი დაინახავდა. ივანიშვილი აღმოჩნდა ამის მერე ორ ცეცხლს შორის, სწორედ ამის გამო დაიწყო მისი პანამის დოკუმენტაციის გაშიფვრაც.
– რომელია ეს ორი ცეცხლი?
– ჩვენი ყველაზე დიდი შეცდომა ისაა, რომ ივანიშვილს ვეძახით რუსულ პროექტს, სინამდვილეში, ბიძინა არც რუსული პროექტია და არც ამერიკული, იგი ტრანსნაციონალური კორპორაციის პროექტია და ის ორი ცეცხლი, რომელშიც იგი აღმოჩნდა არის – ამერიკული და ამერიკული. რუსეთთან მას ერთი სიტყვა ჰქონდა დადებული, რომ ამერიკა ალაგდებოდა ქვეყნიდან და ეს სიტყვა კი შეასრულა. ახლა ის ამერიკული ძალების ორივე ფრთის ცეცხლქვეშ აღმოჩნდა და ცოტა არ იყოს, გაუჭირდება აქედან გამოსვლა. ოტია იოსელიანმა თქვა, რომ გაიგო ღვინო კარგია, თუ არაა, არაა საჭირო, მთელი ჭური დაცალო, მოხადე ჭური, დალიე ერთი ჭიქა და მიხვდებიო – ასე დაგვემართა ჩვენც და ამერიკელებსაც, არ იყო საჭირო ამის მისახვედრად 9 წლის გასვლა.
2012 წელსაც ცხადი იყო, რომ ივანიშვილი არც ამერიკელებისაა და არც რუსების და ორივეს ეკეკლუცება. რუსეთი უკვე დღეს, ამ თამაშში აღარ მონაწილეობს, პროექტის დასაწყისში, თითქოს ჩანდა, რუსული კვალი, მაგრამ ახლა ის გადგა გვერდზე, გამოისეირნა გაჩერდა და სეირს უყურებს. რუსეთიდან დღეს ხელისუფლების ცვლილების პროექტში რუსული პროამერიკული ფრთაა ჩარეული. როგორც კი ხელისუფლება შეიცვლება დღის წესრიგში დადგება აფხაზეთის საკითხიც.
– სხვათა შორის, „ოცნების“ მხარდამჭერები, კულუარულად საუბრობენ იმაზე, რომ ოცნებას აფხაზეთის დაბრუნების გეგმა აქვს და ნაცების მხარდამჭერები კი წერენ, რომ ერთ წელიც არ დასჭირდებათ აფხაზეთის დააბრუნებლად – რაღაც უცნაურ დროს წამოწიეს ეს საკითხი და რას უკავშირდება?
– მივედი იქ, საიდანაც დავიწყე – ავღანეთი და ნარკოტრაფიკი. რა ხდება დღეს აფხაზეთში? არაფერი კარგი. მიაქვს აფხაზეთი კრიმინალს, კორუფციას, რუსეთი იქ არაფერს აკეთებს, სრულიად არაფერს. ცოტაც და აფხაზეთი ჩაიხრჩობა ნარკოტიკში. რუსეთი არაფერის გააკეთებს ამის გასაჩერებლად, მაგრამ არც ის უნდა, რომ მის გვერდით და ოფიციალურად მის კონტროლირებად ტერიტორიაზე ნარკოტიკი ჰყვაოდეს.
გარდა ამისა, ამ მომენტში აფხაზეთი 17 ზონადაა გაყოფილი, იცოდით? 17 ზონადაა დაყოფილი ქურდების მიერ. რა არის ახლა აფხაზეთში, წამალი და ჯართის ბიზნესი. რაც დარჩა დასაჭრელი – დაჭრიან და მერე დაიწყებენ ერთმანეთის ჭამას – უნდა ეს რუსეთს? არ უნდა. აფხაზეთი უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების 100-მდე კერაა – ეს რუსეთისთვის, მის ტერიტორიაზე მტერია და ამერიკისთვის კი – იარაღი.  ამას ისე კი არ გააკეთებენ, რომ აი, რუსეთმა პირდაპირ გადმოგვცეს აფხაზეთი – არა, ასე რომ მოხდეს, ამას აფხაზები არ იგუებენ – გამოჩნდება მხარე და მხარეები, რომლებიც ორივეს, აფხაზებს და ქართველებს ეტყვიან, აი, ესაა სურათი, მოგვარდებით, ან ორივეს დედა გეტირებათ. აფხაზეთს შენ კი არ დაგიბრუნებენ, დაიბრუნებენ თავისთვის, თუმცა, რასაკვირველია, მიშა იტყვის, რომ მან დაიბრუნა და ამის თქმის უფლება, პრინციპში ექნება.
ამბობენ, ამერიკას ჟვანია უნდოდა 2012 წელს პრეზიდენტადო და ტყუილია ეგ – მაშინ პირდაპირ თქვეს რომ უნდოდათ ადმაიანი, რომელიც რუსეთთანაც ილაპარაკებდა და ამერიკასთანაც. ბურჯანაძეს ეს არ შეეძლო, პირდაპირ ვთქვათ, ჟვანია პირწმინდად ამერიკელების იყო, მიშა კი ორივეს მოსაწონი კანდიდატურა იყო, ამერიკელებისაც და რუსებისაც და ამიტომ შეჩერდა მაშინ არჩევანი და ამიტომ შეჩერდება ახლაც მასზე ეს არჩევანი. სააკაშვილი ის პირია, ვისაც ამ ვითარებაში, ყველასთან შეუძლია საუბარი. რაღაც ძვრები რომ უნდა დაიწყოს, ეს „ოცნებამაც“ იცის, მაგრამ, მას ლაპარაკი არ შეუძლია და დგას და უყურებს…
– გიშიმშილიათ ოდესმე?
– ეს ამბავი არასოდეს მომიყოლია არავისთან. მიშიმშილია, ოღონდ არც ციხეში ვიყავი და არც ვინმეს რამეს ვუპროტესტებდი. ჩემი საკუთარი ნება იყო. თან მაგ დროს მივლინებაში ვიყავი, ორ ქვეყანაში მომიწია წასვლა – 31 დღე ვიშიმშილე. 16-ე დღეს უკვე სიგარეტს დავანებე თავი, ვეღარ ვეწეოდი. წყალს ვსვამდი, ჩაის, წვენსაც. საოცარი სიმსუბუქე ვიგრძენი, გრძნობ, როგორ გისუფთავდება ორგანიზმი ფიზიოლოგიურად და როგორ გისუფთავდება გონება. ოღონდ, შიგადაშიგ, შეიძლება უცებ შეხვედრაზე ჩაგეძინოს, ისე სუსტად ხარ, ან, უცებ, გგონია გღვიძავს და თან სიზმარში ხარ – ჰალუცინაციები გეწყება. ამიტომ, მეტად უნდა დაასვენო ორგანიზმი. მთელი ცხოვრება, ყოველ დილით, მაქვს საქმე, თუ არ მაქვს, ვდგები 8 საათზე, მხოლოდ იმ შიმშილობის პერიოდში მეღვიძებოდა 9 საათზე, დამატებით ერთი საათი მეძინა დილით. დღეში ხუთჯერ მაინც უნდა დაიბანო, რადგან, ე.წ. აცეტონის სუნი მართლა პირიდან კი არ ამოდის მხოლოდ, კანიდან გამოდის ოფლის სახით. ეს იყო 25 წლის წინ. ვიყავი ორ ქვეყანაში, უნგრეთში და უკრაინაში, მეძახდნენ ვახშამზეც, მივდიოდი, ჩაის ვსვამდი, ვსაუბრობდი, არავისთვის მითქვამს, რომ ვშიმშილობდი. 31-ე დღის მერე პირველად დავლიე შაქრიანი და თაფლიანი ჩაი და შიმშილობის დასრულებიდან 2 დღეში მწვადიც გეახელით, სიგარეტიც მოვწიე. მაშინ მე სიმსივნე დამიდგინეს. დავჯექი და ჩემ ორგანიზმს ვუთხარი, რომ მაშინ მე ვიშიმშილებდი. ეს ჯერ გონებით უნდა გადაწყვიტო. ჩემ ორგანიზმთან მქონდა პროტესტი. მე მყავს მეგობარი, რომელიც ყველა დაავადებას, გრიპსაც კი ასე ებრძვის, დაჯდება ჯერ საკუთარ თავთან საუბრობს, მერე 3 -დან 5 დღემდე იშიმშილებს და გამოჯანმრთელდება.
ამ 31 დღეში დავიკელი 16 კილო. სანამ შიმშილობას შევწყვეტდი, ვიგრძენი, როგორ დატოვა ჩემი ორგანიზმი იმ ვერაგმა დაავადებამ. სხვათა შორის, ვშიმშილობდი ჩემი მეგობარი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, ამიტომ, ეს დამოუკიდებლად არავინ უნდა სცადოს. ამ 31 დღის გავსლის შემდეგ, მივლინებას რომ მოვრჩი, გავესინჯე და მართლაც ამ  ბოროტი დაავადების კვალიც კი აღარ იყო. ვაღიარებ იმასაც, რომ მაშინ სხვა დრო იყო, ნაკლები სტრესი მქონდა, ადამიანური ურთიერთობებიც სხვა იყო.
წყარო ალია 
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას მიანიჭებდით უპირატესობას ?
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
სალომე ზურაბიშვილის შოკისმომგვრელი განცახდება ვრცელდება ამ წუთებში
სასწრაფოდ! სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტულება სააკაშვილის შეწყალებაზე და ევროპარლამენტარების მიღებული რეზოლუცია...
სასწრაფოდ: ელისო კილაძე ამ წუთებში შოკისმომგვრელ ფოტოს აქვეყნებს "იხ.ფოტო"
სასწრაფოდ! ახლახან ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, მაკა ჩიჩუას დარღვეული დუმილი რა სკანდალურ განცხადებას აკეთებს ის?
სამწუხაროდ დაიწყო დაიწყო კვდომა. ახლა სასწაულის მოლოდინში ვართ მხოლოდ...
რეკლამა საიტზე
კორონავირუსი
ხალხური მედიცინა
სალომე ზურაბიშვილის შოკისმომგვრელი განცახდება ვრცელდება ამ წუთებში
სასწრაფოდ! სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტულება სააკაშვილის შეწყალებაზე და ევროპარლამენტარების მიღებული რეზოლუცია...
სასწრაფოდ: ელისო კილაძე ამ წუთებში შოკისმომგვრელ ფოტოს აქვეყნებს "იხ.ფოტო"
სასწრაფოდ! ახლახან ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, მაკა ჩიჩუას დარღვეული დუმილი რა სკანდალურ განცხადებას აკეთებს ის?
სამწუხაროდ დაიწყო დაიწყო კვდომა. ახლა სასწაულის მოლოდინში ვართ მხოლოდ...
რეკლამა საიტზე