“შეიძლება არ უნდა ვთქვა, მაგრამ საბავშვო ბაღში ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო, ვანო ჩხარტიშვილის შვილი. მიშას ეს არ სიამოვნებდა, სანდრას პირიქით. არ მგონია სწორი, რომ ამ დონეზე დაიყვანო პოლიტიკა. როდესაც მიშა პოლიტიკაშია, ეს არის მისთვის სამკვდრო-სასიცოცხლო საკითხი და რთულია მისთვის ამის გაგება…
ერთხელ მეშვიდე კლასში ვიყავი, დროშა ეკიდა ხუთჯვრიანი და ერთმა კლასელმა ჩამოხია, ეს “ნაცების” დროშააო. კამათში არ შევსულვარ, შეიძლება ვიღაცას ასე ეგონოს…
პოლიტიკაში მოსვლის სურვილი არ მქონია, ახლა ყველაზე ნაკლებად მაქვს. ბევრი უარყოფითია, თუნდაც პიროვნული ასპექტი. ამას თუ ოდესმე გავაკეთებ, ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა იქნება. ეს სანდრას მაგალითიდანაც ჩანს. მე ძალიან წინააღმდეგი ვიყავი მისი პოლიტიკაში ჩართვის. ვურჩევდი, არ გადაედგა ეს ნაბიჯი”, – ყვება ედუარდ სააკაშვილი.