„გორის ჰოსპიტალი რომ არ დააკმაყოფილებდა, ეს სავარაუდო იყო. კიდევ ბევრ რამეს უნდა მოველოდოთ. აქციები და დესტაბილიზაცის პროცესი დამთავრებული არ არის, უბრალოდ ფორმები შეიცვლება. ამ ფორმების შეცვლის ერთ-ერთი ანარეკლი არის ნიკოლოზ ყიფშიძის ეს განცხადება. „თავისუფლება მიშას“ იდეას, სავარაუდოა, რომ აყვება მიშას მომხრეების დიდი ნაწილი.
დღეს ჟურნალ „პოლიტიკოსთან“ მიშას პროპაგანდისტული შაბლონების მიხედვით შედგენილი წერილი გამოქვეყნდა. სააკაშვილმა ეს წერილი რომ გაუშვა დასავლეთისკენ, უკვე ნიშნავს, რომ ბრძოლის ახალი ფრონტი გახსნა და ბრძოლის ახალი რაუნდი დაიწყო. სავარაუდოა, რომ ეს ფრონტი გაიშლება დასავლეთთან ურთიერთობაში და მეორე მხრივ, შიდა პროცესებში, ყიფშიძის მიერ გაკეთებული მოთხოვნის შესაბამისად. სხვა ექიმებმაც დაადასტურეს, რომ ბადრაგთან იყო გაუგებრობა, ფანჯრის გაღებაზე შეედავნენ და ა.შ. გააპროტესტებენ ყველა იმ ელემენტს, რაც სააკაშვილს, როგორც პატიმარს, შეიძლება გაუჩნდეს ამ პერიოდში.
უკრაინისკენ გადაყვანას არ ველოდები, რადგან უკრაინა აშკარად ჩუმად არის, მისი ომბუდსმენი აქტიურობს, თორემ ზელენსკის პრემიერთან ჰქონდა დიალოგი და მსგავსი იდეა არ შეუთავაზებია. რაც შეეხება დასავლეთში გადაყვანას, მისჯილი პაციენტის როლში, არ ვიცი რამდენად არსებობს ამის პრაქტიკა და რამდენად იზიარებენ დასავლეთის ქვეყნები ამას.
თუკი დადგება მსგავსი საკითხი, ისინი, ალბათ, თავიანთ ექსპერტიზას ჩაატარებენ და ამის შემდეგ მისცემენ პასუხს. იმ ჩივილების დონეზე, რაც დღეს აქვთ, არ მგონია, რომ დასავლეთმა თავი აიტკიოს და მიიღოს პატიმარი პაციენტი“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ For.ge-სთან.
წყარო :