„ფიზიკურად გაცილებით უფრო აქტიურია, დღეს იყო პირველი მცდელობა მისი გატარების. კრიზისულ დღეებს რაც შეეხება, ეტაპობრივად უკეთესად და უკეთესად გამოიყურება ფიზიკურად და ლაბორატორიულადაც“, – ამბობს ნინო შარაშენიძე.
გაუმჯობესებულ პარამეტრებზე საუბრობს ექიმი სანდრო ცისკარიძეც, რომელიც შარაშენიძესთან ერთად დღეს გორის ჰოსპიტალში იმყოფებოდა. ის ამატებს, რომ რიგი ნევროლოგიური დარღვევებისა რჩება და მათ აღმოფხვრას დრო სჭირდება – „მკურნალობა მიდის შეჯერებულად, ყველა სპეციალისტის მიერ“.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ 19-20 ნოემბრის მიჯნაზე, ღამით გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
მან ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ კვება სპეციალური პროტოკოლით 20 ნოემბერს განაახლა.