ყველას ნახვა

სასწრაფოდ! ამას არავინ ელოდა უდიდესი სკანდალი... დარღვეული დუმილი დიდი შოკია საზოგადოებისთვის

სასწრაფოდ! ამას არავინ ელოდა უდიდესი სკანდალი...  დარღვეული დუმილი დიდი შოკია საზოგადოებისთვის
კობა დავითაშვილის მეუღლე ინგა ბიწაძე ამბობს, რომ კობამ ბოლოს ყველას აპატია, მიშას გარდა.- კობა ამბობდა, რომ სააკაშვილს ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა ჰქონდა ქვეყნის წინაშე და არ ეპატიებოდა... ჩემი ქმარი მოითხოვდა სამართლიანობას და ჩვენ ამ დღეს დიდხანს ველოდით. სამართალმა პური ჭამა! მაგრამ ახლა ქვეყანაში ერთდროულად სააკაშვილი და პანდემიაა და რომელი უფრო დიდი უბედურებაა, ვეღარ გავიგე.
- მოითხოვთ მის დასჯას? - ის უკვე დასჯილია! მიშასთვის ძნელია ციხეში ყოფნა და დარწმუნებული ვარ, არ ეგონა, ამდენ ხანს თუ იქნებოდა იქ. მას თავი ისევ პრეზიდენტი ჰგონია და ვერ გაიგო, რომ პატიმარია. ის არ არის ჩვენი ქვეყნის მოქალაქე და მაინც ამდენ ხალხს უშვებენ მასთან, ყველანაირად შეუწყვეს ხელი, მაგრამ ეს არ ჰყოფნით... სააკაშვილის დროს რასაც კადრულობდნენ, ის ახლა არავის მოუვა თავში. მათთვის ადამიანის სიცოცხლეს ფასი არ ჰქონდა და ახლა მამა აბრამის ბატკნებად მოაქვთ თავი. თურმე სხვისი სიცოცხლე არაფრად ღირს და სააკაშვილის სიცოცხლე მნიშვნელოვანია.
სააკაშვილს რომ ვუყურებ, ადამიანურად მეცოდება, მაგრამ თუ კანონი არ აღსრულდა, ძლიერი ქვეყანა ვერ აშენდება. როდესაც ხელისუფლება შეიცვალა, მაშინვე რომ დაეჭირათ და გაესამართლებინათ, ასეთი რეაქცია არ იქნებოდა. ახლა დიდი დროა გასული, ლამის ერთი თაობა შეიცვალა და ისე მიჰყავთ საქმე, უკვე მისი დასჯაც აღარ გინდა, ოღონდ დაგვანებოს თავი, წავიდეს აქედან და მისი სახელის ხსენებაც არ იყოს. ქვეყანა არია, ჯერ კიდევ პრეზიდენტობის დროს ამბობდნენ, მიშას სულ ასანთი უჭირავს ხელში და მზად არის, ქვეყანას ცეცხლი წაუკიდოსო. ახლაც ასეა. მაგრამ მაინც ახერხებენ, ისეთი ვითარება შექმნან, თითქოს სააკაშვილს ციხეში აწამებენ და საშინელ დღეში ამყოფებენ...
ჩემი ქმრის მკვლელობის მცდელობა 2006 წელს მოაწყვეს. კობას მკვლელობა შეკვეთილი იყო და ამისთვის გიორგი კურტაევი დაიქირავეს, მაგრამ მაშინ კურტაევმა ეს ვერ მოახერხა.
მანამდე, 2003 წელს, კობას აჭარაში სცემა ასლანის რეჟიმმა. "ვარდების რევოლუციამდე" 40 დღე სახლში იწვა და ძალიან ცუდად იყო, მარჯვენა მხარე გაშეშებული ჰქონდა. 22 ნოემბერს ადგა ფეხზე და მოხდა კიდეც "ვარდების რევოლუცია".
მეორედ 2004 წელს ისევ აჭარაში სცემეს, ტვინის შერყევა ჰქონდა და რამდენიმე დღე იწვა. არადა, დედისერთა ბიჭი ისე გაიზარდა, არავისთან უჩხუბია. კანონმორჩილი ადამიანი გახლდათ და, ბედის ირონიით, ასეთ ცემა-ტყეპაში მოუწია ცხოვრებამ...
2006 წელს მკვლელობა რომ არ გამოუვიდათ, გაუვრცელეს ფარული ჩანაწერები (ე.წ. ნავერტილე) და ეს ტელევიზიებით გაშუქდა, მაშიIნ კობა პარლამენტის წევრი იყო და არ ჰქონდათ ფარული მიყურადების უფლება, მაგრამ ფიზიკურად რომ ვერ გაუსწორდნენ, ამ ჩანაწერებით დარტყმა მიაყენეს. რაც მთავარია, სააკაშვილმა ეს პირდაპირ ეთერში აღიარა: ვანო მერაბიშვილმა დამირეკა, კობა დავითაშვილი ვერ მოვკალით, მაგრამ მაინც პოლიტიკურ გვამად ვაქცევთო... ამ სიტყვებიდან მალევე გაავრცელეს ის ფარული ჩანაწერები...
2004 წელს აჭარაში გადაუჭრეს მანქანის სამუხრუჭე სისტემები და მაშინაც შემთხვევით გადარჩა... ახლა გავიგე, იმავე წელს თბილისში ბაზრის დახურვის მცდელობისას სპეცრაზმმა მომიტინგეები რომ დაარბია, მაშინ კობაც უცემიათ.
2007 წლის 7 ნოემბრის ამბავი ხომ ყველამ იცის, როგორ სასტიკად მოექცნენ... კობას მუდმივად უთვალთვალებდნენ, უსმენდნენ, მერე იგნორირების ტაქტიკაზე გადავიდნენ, თითქოს არც იმჩნევდნენ მის გამოსვლებსა და პროტესტს... კობას კანონი არასოდეს დაურღვევია, მუდმივად მახეს უგებდნენ, მაგრამ მაინც მოახერხა და მახეში არ გაება, თორემ რა დაუშლიდათ, დაიჭერდნენ და ჩასვამდნენ ციხეში. მერე კობას ავტორიტეტის განადგურება უნდოდათ... განაგრძეთ
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას მიანიჭებდით უპირატესობას ?
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
სალომე ზურაბიშვილის შოკისმომგვრელი განცახდება ვრცელდება ამ წუთებში
სასწრაფოდ! სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტულება სააკაშვილის შეწყალებაზე და ევროპარლამენტარების მიღებული რეზოლუცია...
სასწრაფოდ: ელისო კილაძე ამ წუთებში შოკისმომგვრელ ფოტოს აქვეყნებს "იხ.ფოტო"
სასწრაფოდ! ახლახან ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, მაკა ჩიჩუას დარღვეული დუმილი რა სკანდალურ განცხადებას აკეთებს ის?
სამწუხაროდ დაიწყო დაიწყო კვდომა. ახლა სასწაულის მოლოდინში ვართ მხოლოდ...
რეკლამა საიტზე
კორონავირუსი
ხალხური მედიცინა
სალომე ზურაბიშვილის შოკისმომგვრელი განცახდება ვრცელდება ამ წუთებში
სასწრაფოდ! სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტულება სააკაშვილის შეწყალებაზე და ევროპარლამენტარების მიღებული რეზოლუცია...
სასწრაფოდ: ელისო კილაძე ამ წუთებში შოკისმომგვრელ ფოტოს აქვეყნებს "იხ.ფოტო"
სასწრაფოდ! ახლახან ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, მაკა ჩიჩუას დარღვეული დუმილი რა სკანდალურ განცხადებას აკეთებს ის?
სამწუხაროდ დაიწყო დაიწყო კვდომა. ახლა სასწაულის მოლოდინში ვართ მხოლოდ...
რეკლამა საიტზე