თანაგუნდელები არ ადასტურებენ, თუმცა, შაბათის ფორმულასთვის ცნობილია, რომ ღარიბაშვილს გამოსამშვიდობებელი სიტყვა უკვე დაწერილი აქვს. ჩვენი ინფორმაციით, მალე პრემიერი იტყვის, რომ რადგან პირობა შეასრულა და სააკაშვილი დაიჭირა, საფრთხეები აღარ არსებობს და ქვეყანას უკვე მშვიდად განვითარება შეუძლია. თვითონ ქარსელაძე მისი მისამართით დასმულ შეკითხვებს, გაურბის.
ღარიბაშვილის შემცვლელად, ქარსელაძესთან ერთად, შედარებით პროდასავლური იმიჯის მქონე პარლამენტის თავმჯდომარეც მოიაზრება.
აღსანიშნავია, ის ფაქტიც, რომ ამერიკაში პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სამიტზე ღარიბაშვილის ნაცვლად, ზურაბიშვილი მიიწვია.
ვინ იქნება ოცნების ახალი ფალავანი, რომელიც მძიმე პოლიტიკურ კრიზისში მყოფი ქვეყნის მდგომარეობიდან გამოყვანას შეეცდება, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში გახდება ოფიციალურად ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ 21 ნოემბერს შაბათის ფორმულამ გაავრცელა ბიძინა ივანიშვილის სამი ჩვენება, რომელიც ქართული ოცნების დამფუძნებელმა ბერმუდის სასამართლოს მისცა. ჩვენების დროს ივანიშვილმა განაცხადა, რომ მან მმართველობის პერიოდში მოსახლეობისთვის მიცემული ყველა პირობა შეასრულა და თქვა, რომ მისი წასვლა არავის უნდოდა. მან ასევე ირაკლი ღარიბაშვილზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ღარიბაშვილი მისთვის ავტორიტეტი არასდროს ყოფილა.
წყარო