გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის ხელმძღვანელის გიორგი ჩალაძის განცხადებით, გორის სამხედრო ჰოსპიტალში, მიეილ სააკაშვილის პალატის ფანჯრის ქვევით დგას ავტომობილი, რომელიც ელექრომაგნიტურ ტალღებს ასხივებს. ჩალაძის თქმით, მას გადაღებული აქვს ვიდეომასალა, რომელიც აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს. მისივე მტკიცებით, გამოსხივება, რომელიც სააკაშვილის პალატის ფანჯარასთან მდგომი ავტომობილიდან ვრცელდება, იწვევს სისხლის გათეთრებას, ფსიქიკურ პრობლემებს და გარდაცვალებასაც კი."მესამე პრეზიდენტის ფანჯარასთან დგას ავტომობილი, რომელიც ასხივებს ელექტრომაგნიტურ ტალღებს. მისი გამოსხივება 100 მეტრის რადიუსით საფრთხეს უქმნის გარშემომყოფებს. ჩვენ მიერ გადაღებული კადრებით, ერთ კილომეტრზეა დაფიქსირებული ეს მოწყობილობა. გამოსხივება იწვევს ადამიანის ფსიქიკურ აშლილობას, სისხლის გათეთრებას და სიკვდილს. ამას შეუძლია მოკლას მიხეილ სააკაშვილი და ყველა, ვინც ამ ავტომობილთან 100 მეტრის რადიუსშია. ამ მანქანის გამოსხივების სიმძლავრე არის არანაკლებ 200 ვატისა. მანქანა იმ წუთიდან დგას აქ, რაც მიხეილ სააკაშვილი გადმოყვანილია გორში. თავად შეაფასეთ როგორ კლავს ჩვენი ხელისუფლება ქვეყნის მესამე პრეზიდენტს. მინდა ვთხოვო ნინო ლომჯარიას შეისწავლოს ჩვენ მიერ გადაღებული კადრები, მივმართავ დიპლმატიურ კორპუსს რეაგირებისთვის. მესამე პრეზიდენტს არ აკმარეს წამება და ახლა კლავენ, ყველა თანამშრომლის სიცოცხლე არის საფრთხის ქვეშ, ვინც ამ შენობაში მუშაობს." - განუცხადა ჟურნალისტებს გორის სამხედრო ჰოსპიტალთან ჩალაძემ.