ყველას ნახვა

სასწრაფოდ! ამას არავინ ელოდა ეს ყველამ უნდა იცოდეს ზაზა სარალიძის სკანდალური პოსტი

სასწრაფოდ! ამას არავინ ელოდა ეს ყველამ უნდა იცოდეს ზაზა სარალიძის სკანდალური პოსტი
ყველას ის აინტერესებდა მკვლელები როგორ გამოეშვათ გარეთ. რა მოხდა მიხეილ კალანდიას დაკავების შემდეგ? ზაზა სარალიძეს გადაუარეს. ხელახლა უნდოდათ ზაზა სარალიძის მოკვლა და ვეღარ მოკლავენ…
ახლა ცდილობენ ჩემი მეორე შვილის მოკვლას, ჩემი შვილი უყურებს ამას ყველაფერს.
გამოვიდეს, გინდა ჟურნალისტი იყოს, გინდა პრემიერი, გინდა პროკურორი, მითხრან ვის მივყიდე შვილი, ამიხსნას ღარიბაშვილმა, ვის მივყიდე მოკლული შვილი. პრემიერის შეგინების მერე… კიდევ ვიტყვი, რამდენი ადამიანიც გარდაიცვლება კოვიდით, იმდენი ღარიბაშვილის კისერზე იქნება და იმდენჯერ შევაგინებ. დღეს რომ ბიძაჩემი კოვიდით გარდაიცვალა, ვისი ბრალია? თავისი ბრალია? ჩემ გვერდში გაზრდილი ბიჭი რომ კოვიდით გარდაიცვალა, ჩემი ბრალია? ეს არ არის პრემიერის და ჯანდაცვის მინისტრის ბრალი? ზაზა სარალიძემ შვილი გაყიდაო, ამითი უნდათ გადაფარონ?
გავყიდე, ხოო, მივყიდე ჩემ მეორე შვილის სიცოცხლეს! გაინტერესებთ? გაინტერესებთ რატომ გავქრი აქციებიდან, იმიტომ რომ მარიამმა პირდაპირ დასვა საკითხი, მარტო ერთი შვილი გყავდა? მეორე შვილს მიკლავდით უკვე. კალანდია დაიჭირეს და არ გესიამოვნათ, მკვლელის დაჭერა არ გესიამოვნათ, თქვენ ხალხი ხართ? რა უნდა გაეკეთებია ზაზა სარალიძეს, იქ უნდა მომკვდარიყო, ეს გინდათ? თქვით და გავაკეთებ, თუ გინდათ. შოთაძე მობრუნდა და ზაზა სარალიძეზე გადატეხეს ყველაფერი. მთელმა უნივერსიტეტმა გაუწია რეკომენდაცია და ისინი ყველანი კაგრი ბიჭები არიან?
მივედი იმ გადაწყვეტილებამდე, რომ ბოლომდე მიმეყვანა, შვილი დამესვენებია, მეუღლე დამესვენებია, დედა დამესვენებია. სამ ადამიანს დავასახელებ, რომელმაც ჯერ მე გამომიყვანა მდგომარებიდან, მერე მეუღლე გადამირჩინა და მერე შვილი გადამირჩინა – ეს სამი ადამიანია – ნესტან ლონდარიძე, ანა კორკელია და ალექსანდრე ხოჯევანიშვილი. ბოდიში და ფეხებზე მკიდია ვინ რას იტყვის ამ ადამიანებზე. ესენი ის ხალხია, რომლებმაც ზაზა სარალიძის ოჯახი გადაარჩინეს და ვინ გაიყიდა? აღარც ღმერთი გაქვს, აღარც რჯული?
ამ აგრესიას შეეწირა ჩემი შვილი, შვილებს ერთმანეთის ლანძღვის, გინების მეტს არაფერს არ ასწავლით. რა უნდა ისწავლონ თქვენგან შვილებმა, ღმერთი აღარ გინდათ? ვისთვის გინდათ ეს ქვეყანა? ბოლოს რომ ვიყავი დაკითხვაზე, მე იქ ვერ ვიგრძენი შსს-გან რომ ზაზა სარალიძის განადგურებული ოჯახი აინტერესებდათ, მე იქ ვიგრენი რომ ზაზა სარალიძის გამოყენება უნდოდათ რაღაცისთვის, მაგრამ ვერ ეღირსებიან.
ზაზა სარალიძეს რაც უნდათ ის უძახონ, დათო სარალიძეს ნუ ახსენებენ!”
შეგახსენებთ, აქციებიდან წასვლის შემდეგ, პირველი, ექსკლუზიური ინტერვიუ ზაზა სარალიძემ სწორედ “ალიას” მისცა, ინტერვიუ ძალიან დიდი იყო (6 საათიანი), რომელსაც ზაზამ თავადვე უწოდა “ზაზა სარალიძის აღსარება” და არაერთ ნაწილად დაიბეჭდა. ზაზა სარალიძემ პირველად მაშინ ისაუბრა აქციებიდან წასვლის მიზეზებზე, სადაც ერთ-ერთ მთავარ მიზეზად, სწორედ მარიამ სარალიძის ეს სიტყვები დაასახელა – “ერთი შვილი გყავდათ?” ამ ფრაზას, ნათიაც (ზაზა სარალიძის მეუღლე), თავის ერთადერთ ინტერვიუში, რომელიც ასევე “ალიამ” ჩაწერა, იხსენებს და ამბობს, რომ სწორედ მარიამის ამ სიტყვებმა გამოაფხიზლა.
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას მიანიჭებდით უპირატესობას ?
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
სალომე ზურაბიშვილის შოკისმომგვრელი განცახდება ვრცელდება ამ წუთებში
სასწრაფოდ! სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტულება სააკაშვილის შეწყალებაზე და ევროპარლამენტარების მიღებული რეზოლუცია...
სასწრაფოდ: ელისო კილაძე ამ წუთებში შოკისმომგვრელ ფოტოს აქვეყნებს "იხ.ფოტო"
სასწრაფოდ! ახლახან ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, მაკა ჩიჩუას დარღვეული დუმილი რა სკანდალურ განცხადებას აკეთებს ის?
სამწუხაროდ დაიწყო დაიწყო კვდომა. ახლა სასწაულის მოლოდინში ვართ მხოლოდ...
რეკლამა საიტზე
კორონავირუსი
ხალხური მედიცინა
სალომე ზურაბიშვილის შოკისმომგვრელი განცახდება ვრცელდება ამ წუთებში
სასწრაფოდ! სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტულება სააკაშვილის შეწყალებაზე და ევროპარლამენტარების მიღებული რეზოლუცია...
სასწრაფოდ: ელისო კილაძე ამ წუთებში შოკისმომგვრელ ფოტოს აქვეყნებს "იხ.ფოტო"
სასწრაფოდ! ახლახან ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, მაკა ჩიჩუას დარღვეული დუმილი რა სკანდალურ განცხადებას აკეთებს ის?
სამწუხაროდ დაიწყო დაიწყო კვდომა. ახლა სასწაულის მოლოდინში ვართ მხოლოდ...
რეკლამა საიტზე